"QUIS – უკეთესი პროდუქტი, უკეთესი მომსახურება" - EU-ის და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოში ბიზნესის ხელშეწყობის ახალი პროექტი დაიწყო
ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, გერმანიის თანამშრომლობამ (GiZ) და ჩეხეთის განვითარების სააგენტომ (CzDA), ახალი პროექტის QUIS – უკეთესი პროდუქტი, უკეთესი მომსახურება განხორციელება დაიწყეს.
ევროკავშირი საქართველოსთვის გავრცელებული ინფორმაციით, 2014 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ ხელშეკრულება, მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას (DCFTA), რომელიც ქართულ ბიზნესს უქმნის ხელსაყრელ პირობებს ექსპორტის გასაზრდელად და გზას უხსნის ევროკავშირის შიდა ბაზრისკენ. DCFTA-ის ამოქმედებით, საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, გზა გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზრის, რომელიც 27 ქვეყანასა და 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს.
აღნიშნულ პროცესში უმნიშვნელოვანესია ხარისხის ინფრასტრუქტურაზე (სტანდარტიზაცია, აკრედიტაცია და მეტროლოგია) წვდომის უზრუნველყოფა, რაც, თავის მხრივ, მიზნად ისახავს ქვეყნის ფართო სექტორული და ეკონომიკური წინსვლის წახალისებასა და ქართული პროდუქტისა თუ მომსახურების ევროპულ ბაზარზე მოხვედრას. შესაბამისად, პროექტის მიზანია, კერძო სექტორის მხარდაჭერა ევროპული სტანდარტების დანერგვის უზრუნველსაყოფად და კომპანიების კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება ევროპული სტანდარტების შესაბამის ლაბორატორიულ და სერტიფიცირების სერვისებზე წვდომის გზით. უფრო კონკრეტულად, პროექტი ხელს შეუწყობს აკრედიტებულ ლაბორატორიებსა და სერტიფიცირების ორგანოებში ევროპული სტანდარტების დანერგვას და დაეხმარება კერძო სექტორს წარმოების პროცესში აღნიშნული ლაბორატორიებისა და სერტიფიცირების ორგანოების სერვისების გამოყენებაში.
პროექტი იმუშავებს ინდუსტრიულ სექტორებთან, ასევე ადგილობრივ მწარმოებლებთან ავეჯისა და სათამაშოების მიმართულებით. ინიციატივის მთავარი მიზნებია:
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.