არქივი10 აპრილი, 2025, 19:36
Prada, Versace–ს $1,375 მილიარდად ყიდულობს

იტალიური მოდის სახლი Prada დათანხმდა Versace-ის ბრენდის შეძენას Capri Holdings-ისგან საწარმოს ღირებულებით (EV) $1,375 მილიარდი, ნათქვამია მყიდველის განცხადებაში.
გარიგება სავარაუდოდ მიმდინარე წლის მეორე ნახევარში დასრულდება.
Prada დააფინანსებს მას ახალი 1,5 მილიარდი ევროს ღირებულების ვალის აღებით.
Capri, რომელიც ასევე ფლობს Michael Kors და Jimmy Choo ბრენდებს, Versace 2018 წელს 1,8 მილიარდ ევროდ შეიძინა.
ხუთშაბათს წინასაბაზრო ვაჭრობაში Capri-ის აქციები 0.2%-ით გაიზარდა.
interfax
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.