Politico - შეერთებული შტატები და უკრაინა დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბრის ორგანიზებაზე მუშაობენ

შეერთებული შტატები და უკრაინა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბრის ორგანიზებაზე მუშაობენ, - შესაბამის ინფორმაციას Politico ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ლიდერებს შორის სატელეფონო საუბრის გამართვის გეგმა მას შემდეგ გაჩნდა, „რაც შეერთებულმა შტატებმა მოულოდნელად უკრაინისთვის გარკვეული იარაღის მიწოდება შეაჩერა“.
2 ივლისს თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ანა კელიმ განაცხადა, აშშ-მა უკრაინაში ზოგიერთი იარაღის მიწოდება შეაჩერა. მედიის ინფორმაციით, საუბარია საჰაერო თავდაცვის რაკეტებსა და ზუსტი დამიზნების საბრძოლო მასალებზე.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.