POLITICO: საქართველოს მმართველი პარტია რუსული სტილის "უცხოეთის აგენტების" კანონს აბრუნებს
ქართული ოცნების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების "ფინანსების გამჭვირვალობაზე" რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას საერთაშორისო გამოცემა POLITICO ეხმაურება.
"საქართველოს მთავრობა აცოცხლებს სადავო წინადადებას საქველმოქმედო ორგანიზაციების, ზეწოლის ჯგუფებისა და ოპოზიციური მედიის აგენტებად მონათვლის შესახებ...
...რუსეთმა მსგავსი ზომები გამოიყენა ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების გასანადგურებლად. ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა მანამდე თქვა, რომ კანონის ქართული ვერსია "შეუსაბამო იქნება ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან" და "ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მიზანს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით"...
...გასულ კვირას საქართველოს მთავრობამ დააანონსა კანონპროექტი, რომელიც ერთნაირსქესიანთა ურთიერთობების მხარდაჭერის კრიმინალიზებას მოახდენს, რაც მსგავსია "LGBTQ+ პროპაგანდაზე" რუსეთის მკაცრი კანონების". - წერს POLITICO.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.