Politico: რუსულ ნავთობზე -ს სანქციები კვლავ ამოქმედდა, 30-დღიანი საშეღავათო ვადა ამოიწურა

გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, რუსულ ნავთობზე ამერიკული სანქციები კვლავ ამოქმედდა მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ შაბათ-კვირას არ გაახანგრძლივა რუსულ ნავთობზე ერთი თვის წინ შემოღებული 30-დღიანი საშეღავათო პერიოდი.
ცნობისთვის, გასულ თვეში -ს სახაზინო დეპარტამენტმა რუსული ნედლი ნავთობი და სხვა სახის ნავთობპროდუქტები სანქციებისგან 12 მარტიდან 11 აპრილამდე გაათავისუფლა, რაც ირანთან ომის შედეგად ნავთობის მარაგების დეფიციტით იყო გამოწვეული. Politico-ს ცნობით, ოქტომბერში Rosneft-ისა და Lukoil-ის წინააღმდეგ შემოღებულმა სანქციებმა ნავთობიდან რუსეთის შემოსავლები მნიშვნელოვნად შეამცირა.
13 მარტს, სანქციებზე საშეღავათო პერიოდის დაწესების შემდეგ, აშშ-ს ფინანსთა მინისტრი, სკოტ ბესენტი, ამბობდა, რომ რუსეთზე სანქციების მოხსნა “შეზღუდული” და “მოკლევადიანი” გადაწყვეტილება იყო.
“ეს მკაცრად შეზღუდული, მოკლევადიანი ზომა ვრცელდება მხოლოდ იმ ნავთობზე, რომელიც უკვე გადაზიდვის პროცესშია და არ მოუტანს მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელს რუსეთის მთავრობას, რომელიც ენერგეტიკული შემოსავლის უმეტესობას მოპოვების ეტაპზე დაკისრებული გადასახადებიდან იღებს” – ამბობდა ბესენტი.
ამას გარდა, პრეზიდენტ ტრამპს NBC News-თან ინტერვიუში ნათქვამი ჰქონდა, რომ დროებით რუსეთის წინააღმდეგ შეჩერებული ნავთობის სანქციები მაშინვე აღდგებოდა, როცა ირანთან “კრიზისი დასრულდებოდა”.
“მე მსოფლიოსთვის ნავთობი მსურს. მინდა, რომ ნავთობი მეც მქონდეს.” – ამბობდა ტრამპი.

ასევე დაგაინტერესებთ