Politico – მოსამართლემ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ჰარვარდში უცხოელი სტუდენტების ჩარიცხვის აკრძალვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება დროებით დაბლოკა

მოსამართლემ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ჰარვარდში უცხოელი სტუდენტების ჩარიცხვის აკრძალვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება დროებით დაბლოკა, – ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.
ფედერალურმა მოსამართლემ, ალისონ ბეროუზმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების დროებით დაბლოკვის შესახებ ჰარვარდის უნივერსიტეტის მოთხოვნა მას შემდეგ დააკმაყოფილა, რაც უნივერსიტეტმა -ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
ჰარვარდის უნივერსიტეტი -ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას არაკონსტიტუციურ შურისძიებაში ადანაშაულებს.
შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს უცხოელი სტუდენტების მიღების უფლებამოსილება გაუუქმა.
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანმა, კრისტი ნოემმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ადმინისტრაციამ ჰარვარდის „სტუდენტური და გაცვლითი პროგრამის ვიზიტორთა პროგრამის“ სერტიფიკატი კანონის შეუსრულებლობის გამო გააუქმა.
ნოემმა უნივერსიტეტი „ძალადობის, ანტისემიტიზმის წახალისებასა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან კოორდინაციაში“ დაადანაშაულა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”