ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Politico - იენს სტოლტენბერგი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე გახდება

იენს სტოლტენბერგი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ახალი თავმჯდომარე გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico საკითხში ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ნატოს ამჟამინდელი გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აღნიშნულ თანამდებობაზე გერმანელ დიპლომატ კრისტოფ ჰოისგენს ჩაანაცვლებს, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას ბოლო ორი წლის განმავლობაში თავმჯდომარეობს.
კონფერენციის 2008-2022 წლების თავმჯდომარე, ვოლფგანგ იშინგერი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფონდის დამფუძნებელი საბჭოს პრეზიდენტად დარჩება.
ცნობისთვის, იენს სტოლტენბერგს ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე 2024 წლის 1 ოქტომბერს ნიდერლანდების ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მარკ რუტე ჩაანაცვლებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.