Politico – ვიქტორ ორბანის „სამშვიდობო მისიების“ გამო, ევროპარლამენტარები მოითხოვენ უნგრეთს ევროკავშირში ხმის მიცემის უფლება ჩამოერთვას

ევროპარლამენტის წევრები, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის რუსეთსა და ჩინეთში განხორციელებული ვიზიტების შემდეგ, ევროკავშირში უნგრეთისთვის ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევას მოითხოვენ, – ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
გამოცემის მიერ მოპოვებულ წერილში 63 ევროპარლამენტარი ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელსა და ევროპარლამენტის თავმჯდომარეს რობერტა მეცოლას მიმართავენ და აცხადებენ, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უკვე მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი ბლოკს ევროპული საბჭოს თავმჯდომარეობის ბოროტად გამოყენებით.
„ორბანმა განახორციელა რამდენიმე დიპლომატიური ვიზიტი, კერძოდ, პუტინთან ვიზიტი რუსეთში და სი ძინპინთან – ჩინეთში, რომლის დროსაც მან განზრახ არასწორად წარმოაჩინა თავისი უფლებამოსილებები“, – წერენ ევროდეპუტატები წერილში და პარლამენტს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
„ეს მოითხოვს რეალურ ქმედებებს, როგორიცაა საბჭოში უნგრეთის ხმის მიცემის უფლების შეჩერება, რადგან პრაქტიკამ აჩვენა, რომ ამ სიტუაციის უბრალო სიტყვიერ დაგმობას არავითარი შედეგი არ აქვს“, – აცხადებენ ევროპარლამენტარები.
შეგახსენებთ, უნგრეთმა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის როლი 1-ელ ივლისს, 6 თვით, ბელგიიდან გადაიბარა. რის შემდეგაც ორბანმა დაიწყო ე.წ. „სამშვიდობო მისიები კიევში, მოსკოვში, პეკინსა და ვაშინგტონში და აცხადებდა, რომ ევროკავშირს წარმოადგენდა. ევროკომისიამ გუშინ განაცხადა, რომ უნგრეთის მიერ ორგანიზებულ მინისტრთა არაფორმალურ შეხვედრებზე კომისრებს არ გაგზავნის. ასევე გაუქმდა ევროკომისიის პირველი ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში.

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! – სახელმძღვანელოების ავტორები არიან, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები და მათ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს პარტიული ნარატივების სახელმძღვანელოებში გადმოსატანად

მიხეილ სააკაშვილი: თქვენ ამბობთ, რომ ბადრი პატარკაციშვილი არ იყო პოლიტიკური ფიგურა, შეგახსენებთ 2007 წელს მის მიერ გაკეთებულ განცხადებას “ყველაფერს ვიღონებ, სააკაშვილის ფაშიზმის დასამხობად!” არის თუ არა ეს პოლიტიკური განცხადება?