ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Politico - დონალდ ტრამპის თანაშემწეებმა ვოლოდიმირ ზელენსკის პოლიტიკურ ოპონენტებთან ფარული მოლაპარაკებები გამართეს

Politico - დონალდ ტრამპის თანაშემწეებმა ვოლოდიმირ ზელენსკის პოლიტიკურ ოპონენტებთან ფარული მოლაპარაკებები გამართეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თანაშემწეებმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პოლიტიკურ ოპონენტებთან ფარული მოლაპარაკებები გამართეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.
Politico წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გარემოცვის მაღალჩინოსნებმა მოლაპარაკებები უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, იულია ტიმოშენკოსთან და ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს პარტიის წევრებთან გამართეს.
გამოცემის ცნობით, მოლაპარაკებები უკრაინაში სწრაფი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას შეეხო.
„ტრამპის თანაშემწეები დარწმუნებულები არიან, რომ ზელენსკი ომით გამოწვეული დაღლილობისა და მზარდ კორუფციასთან დაკავშირებული საზოგადოების უკმაყოფილების გამო ნებისმიერ არჩევნებში დამარცხდება“, - წერს Politico.
გამოცემის ინფორმაციით, გეგმა უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ცეცხლის შეწყვეტის დროებითი შეთანხმების შემდეგ ჩატარებას ითვალისწინებს, იქამდე, სანამ სრულმასშტაბიანი სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.