ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Politico - ანალენა ბერბოკი ქვეყნის მთავრობას უკრაინის დახმარების საკითხზე ყოყმანის გამო აკრიტიკებს

Politico - ანალენა ბერბოკი ქვეყნის მთავრობას უკრაინის დახმარების საკითხზე ყოყმანის გამო აკრიტიკებს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი საკუთარი ქვეყნის მთავრობას უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით ყოყმანის გამო აკრიტიკებს, - ინფორმაციას Politico ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ეს გერმანიის მინისტრთა კაბინეტში ღრმა განხეთქილებაზე და საარჩევნო კამპანიის ფონზე მთავარ პოლიტიკურ პარტიებს შორის მზარდ უთანხმოებაზე მიუთითებს.
„ამჟამად გერმანია არ განიხილება ევროპაში სამშვიდობო პოლიტიკის მამოძრავებელ ძალად და გულწრფელად რომ ვთქვა, ეს მტკივა. ახლაც, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ზოგიერთი პრიორიტეტს ანიჭებს ეროვნულ პერსპექტივას - ანუ როგორ მოიპოვოს სწრაფად რამდენიმე ხმა საპარლამენტო არჩევნებში - იმის მაგივრად, რომ აიღოს რეალური პასუხისმგებლობა ევროპის მშვიდობისა და თავისუფლების უზრუნველსაყოფად“, - განუცხადა ბერბოკმა Politico-ს.
ანალენა ბერბოკის აღნიშნული კომენტარები მოჰყვა გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის მოთხოვნას, რომ უკრაინის ახალი დახმარება განპირობებული იყოს ქვეყნის კონსტიტუციური ფისკალური შეზღუდვების შემსუბუქებით. მან თქვა, რომ არ დათანხმდება უკრაინისთვის 3 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტის გამოყოფას, თუ მისი გადახდა ახალი სესხით არ მოხდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.