ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

POG: ლაშა ცანავას ბრალდება წარედგინა, 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

POG: ლაშა ცანავას ბრალდება წარედგინა, 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

პროკურატურამ ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრს ლაშა ცანავას "დიდი ოდენობით თანხის თაღლითობით და უფლების მცდელობის ფაქტზე" ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის თანახმად, "საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე უცხო ქვეყნის მოქალაქეს გავლენიანი ნაცნობების მეშვეობით საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მიღებას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას 5 600 ამერიკული დოლარი მოსთხოვა. მოთხოვნილი თანხის ნაწილი ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს მის ანგარიშზე ჩაარიცხინა, ნაწილი კი - 2500 აშშ დოლარი 2025 წლის მაისში და ივნისში შეხვედრებისას გამოართვა".
პროკურატურაში აცხადებენ, რომ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"პროკურატურა სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს, ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ", - აცხადებენ პროკურატურაში.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.