ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს

კი დაიჩივლა „ლივერპულის“ მწვრთნელმა არნე სლოტმა, რომ ყველას „ენფილდზე“ წამოწოლის სურვილი უჩნდება, მაგრამ მთლად მასეც არაა საქმე.
„ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში ტრავმირებულ "გალათასარაის" ფეხბურთელებს ვიქტორ ოსიმენს და ნოა ლანგს ოპერაციის გაკეთება დასჭირდათ.
ოსიმენს მარჯვენა წინამხრის მოტეხილობა დაუდგინდა და სტამბოლის კლინიკა „აჯიბადემში“ ოპერაცია გაუკეთეს.
ლანგს ხელის მარჯვენა ცერა თითის სერიოზული ჭრილობა ჰქონდა და როგორც კლუბის ექიმი იენერ ინჯე იტყობინება, ლივერპულში სასწრაფო ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ნიდერლანდელი თითის სრულ ამპუტაციას გადაურჩა და მას გარკვეული პერიოდი გაუცდება.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.