POG: დავითაძის მიმართ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, გამოძიება შეწყდა
საქართველოს პროკურატურამ დაასრულა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება და საქმე შეწყვიტა. უწყების განცხადებით, ჩატარებული საექსპერტო და საგამოძიებო მოქმედებებით, მათ შორის ვიდეოჩანაწერების შესწავლით, ძალადობის ფაქტი არ დადასტურდა.