“ჩვენება ვარაუდით” – რატომ გამოიძახა პროკურატურამ “მოწმე”, რომელიც მოწმე არაა?
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ პროკურატურამ მოწმედ ვატო შაქარაშვილი გამოიძახა, რომელმაც სასამართლოს ჩვენება მისცა. შაქარაშვილი ადასტურებს, რომ მისი ჩვენება ვარაუდებზეა აგებული. პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის ადვოკატის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, შაქარიშვილმა სხდომაზე „დიფ-სთეითის“ დაკვეთაზე და გამოგონილ ამბებზე ილაპარაკა.