კობახიძე: ქალბატონ რასას, მის მეგობრებს უნდათ საქართველო ჩარჩეს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში
ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარებს საქართველოში პოლარიზაციის გაღვივების მცდელობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სარჩელი ჩაკეტილი წრის გარღვევას ემსახურება. მან ევროპელ პოლიტიკოსებს მართლმსაჯულებაში ჩარევისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.