გურამ მაჭარაშვილი: როგორ შეიძლება, მოლდოვა უსწრებდეს საქართველოს, რომელიც გამჭვირვალობის კუთხით პირველ ადგილზეა. თუ სხვა სახელმწიფოსთან შეერთების ხარჯზე გვაჯობებს, ამის ნამდვილად არ შეგვშურდება
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს არ უნდა შეშურდეს მოლდოვას წარმატების, რადგან ის სუვერენიტეტზე უარის თქმის ხარჯზე ცდილობს ევროკავშირში გაწევრიანებას. მაჭარაშვილის თქმით, საქართველო გამჭვირვალობის კუთხით პირველ ადგილზეა და მოლდოვას მხრიდან სხვა სახელმწიფოსთან შეერთება არ არის ისეთი წარმატება, რომელსაც ქვეყანა უნდა მისდიოს.