დიდი მხარდაჭერა წამოვიღეთ ჩეხეთიდან. ვისაც აქვს დიალოგის სურვილი, იმდენად მყარი არგუმენტები გვაქვს ყოველთვის, სადაც ჩავდივართ ამ მყარი არგუმენტებით, ყოველთვის მოვდივართ ასეთი მხარდაჭერით - ზვიად შალამბერიძე
დეპუტატი ზვიად შალამბერიძე აცხადებს, რომ ხელისუფლება ევროკავშირთან დებატებისა და დიალოგისთვის მზადაა, თუმცა ბრიუსელმა „კარი მოუხურა“. მისი თქმით, ჩეხეთში ვიზიტისას მყარი არგუმენტების წარდგენის შედეგად დიდი მხარდაჭერა მიიღეს.