ევროკავშირი ბრალს დებს საქართველოს, რომ არ გვსურს დიალოგის დაწყება, ეს მარტივი მანიპულაციაა, დიალოგის დაწყებას სჭირდება მხოლოდ პოლიტიკური ნება, მრგვალ მაგიდასთან დასხდომა და ევროკავშირისათვის პრობლემური კანონების მუხლობრივად განხილვა - ეკა სეფაშვილი
დეპუტატ ეკა სეფაშვილის განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან დიალოგის დასაწყებად წინაპირობების მოთხოვნა „სრული აბსურდი და მარტივი მანიპულაციაა“. პარლამენტში ასევე გააკრიტიკეს ევროკომისიის ბოლო ანგარიში სასამართლო სისტემასა და კანონმდებლობაზე.