აფეთქებული ბინა წინასწარ ვერ შემოწმდა, რადგან მესაკუთრე არ იყო თბილისში - „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენელი
ქვემო ფონიჭალაში აირის დაგროვებით გამოწვეულ აფეთქებას 5 ადამიანი ემსხვერპლა. „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლის, გიორგი ლეფსვერიძის თქმით, დაკეტილი ბინა წინასწარ ვერ შემოწმდა, რადგან მესაკუთრე თბილისში არ იმყოფებოდა.