ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Paris Fans: კვარაცხელია შესანიშნავი და პსჟ-ს შემტევთაგან კარგ ფორმაში ერთადერთია

პსჟ-ს გულშემატკივართა საიტი Paris Fans-ი, ყოველი მატჩის შემდეგ, გამოკითხის შედეგად, საუკეთესო ფეხბურთელს ასახელებს. მათ „ლიონთან“ შეხვედრაში MVP-ედ ხვიჩა კვარაცხელია მიიჩნიეს.
„ეს მნიშვნელოვანი აღიარებაა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ გამარჯვებულად შეცვლაზე შესულ მოთამაშეს იშვიათად ასახელებენ, მაგრამ კვარაცხელია შესანიშნავი იყო - გუნდს დინამიურობა შემატა, მომენტები შექმნა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა. სამწუხაროდ, ის შემტევთაგან კარგ ფორმაში ერთადერთი გახლდათ. ცოტა გაგვიკვირდა კიდეც, რომ ხმები დეზირე დუეს და ბრედლი ბარკოლას მისცეს, რომლებიც სათანადოდ ვერ გაისარჯენ.
ურიგოდ არ წარმოაჩინეს თავი უორენ ზაირ-ემერიმ და მატვეი საფონოვმა, აგრეთვე ტრავმის მერე დამაიმედებლად დაბრუნებულმა ფაბიან რუისმა“.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.