PACE, რომელიც ადამიანის უფლებების უმაღლეს სტანდარტს უნდა იცავდეს ერევა ქვეყნის საშინაო საქმეებში და ცდილობს ორმაგი სტანდარტების მიდგომით, კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების მხარდაჭერის მიზნით, მოითხოვოს სრულიად უსაფუძვლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნები – ეს იყო უსამართლო და უპრეცედენტო გადაწყვეტილება

PACE, რომელიც ადამიანის უფლებების უმაღლეს სტანდარტს უნდა იცავდეს ერევა ქვეყნის საშინაო საქმეებში და ცდილობს ორმაგი სტანდარტების მიდგომით, კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების მხარდაჭერის მიზნით, მოითხოვოს სრულიად უსაფუძვლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნები – ეს იყო უსამართლო და უპრეცედენტო გადაწყვეტილება
გეგმა რადიკალების, რომ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება არ ცნობილიყო ჩავარდა. იმიტომ რომ, საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც საქართველოს ახლადარჩეული პარლამენტის უფლებამოსილება იქნა ცნობილი, თუმცა ამ დელეგაციის ცნობასთან ერთად გაკეთდა სრულიად უსამართლო დათქმები ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნასთან და დაკავებული პირების გათავისუფლებასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, “ქართული ოცნების” დეპუტატმა გივი მიქანაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
გივი მიქანაძის განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერ მიღებულ იქნა სრულიად უსამართლო გადაწყვეტილება, რომელიც ადამიანის უფლებების უმაღლეს სტანდარტს უნდა იცავდეს ერევა ქვეყნის საშინაო საქმეებში და ცდილობს ორმაგი სტანდარტების მიდგომით, კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების მხარდაჭერის მიზნით, მოითხოვოს სრულიად უსაფუძვლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.
„შესაბამისად, ჩვენი პოზიცია წინასწარ გაცხადებული იყო, მიუხედავად იმისა, რომ დელეგაციის ნაწილი ვიმყოფებოდით სტრასბურგში, ჩვენ დელეგაციის დანარჩენ წევრებთან, ისევე როგორც საპარლამენტო უმრავლესობის გუნდთან გვქონდა ყოველდღიური კომუნიკაცია და ვაწვდით ინფორმაციას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ჩვენ ჯერ დელეგაციის წიაღში მივიღეთ გადაწყვეტილება, იმის თაობაზე, რომ ეს იმდენად უსამართლო, მართლაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება იყო, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც ადამიანის უფლებების უმაღლეს სტანდარტს უნდა იცავდეს ერევა კონკრეტული ქვეყნის საშინაო საქმეებში და ცდილობს რაღაცა ფორმით, ორმაგი სტანდარტების მიდგომით, კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების მხარდაჭერის მიზნით, მოითხოვოს სრულიად უსაფუძვლოდ ახალი საპარლამენტო არჩვენები და სრული იგნორირება გაუკეთოს საქართველოს მოსახლეობის მიერ 2024 წლის ოქტომბერში განხორციელებულ არჩევანს.
შესაბამისად, ჩვენ ჯერ დელეგაციის შემადგენლობაში მივიღეთ გადაწყვეტილება რომ მსგავსი მიდგომა ჩვენთვის მიუღებელი იყო, ამიტომ ჩვენ არ დაველოდებოდით შემდგომ სესიას, რომელზეც კიდევ უნდა განხილულიყო ამ დათქმის თანახმად საქართველოს საკითხი და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენ თვითონვე, ჩვენი გადაწყვეტილებით შეგვეჩერებინა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ჩვენი საქმიანობა, რა თქმა უნდა, სანამ ამ საკითხს გავასაჯაროებდით თბილისთან გვქონდა ამ საკითხზე კომუნიკაცია, როგორც ხელმძღვანელობასთან, ასევე გუნდთან ამ საკითხზე კონსულტაციები, რის შედეგადაც ჩვენ მივიღეთ სრული მხარდაჭერა ამ გადაწყვეტილებაზე ამიტომ, იმავე საღამოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ჩემთან ერთად პირდაპირ ეთერში, ჩვენ სტრასბურგიდან გავაკეთეთ საჯარო განცხადება, რომლითაც განვაცხადეთ, რომ ჩვენ ვტოვებთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, სანამ ეს უსამართლო გადაწყვეტილება არ იქნება გაუქმებული“,-განაცხადა გივი მიქანაძემ.
Previous: ეს არის მიზანმიმართული, ქვეყნის საწინააღმდეგოდ ორკესტრირებული კამპანია – ძალებმა, რომლებსაც სურთ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, კარად იციან, რომ ლეგიტიმური გზით ვერ აღწევენ საწადელს და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყნის იმიჯი დააზიანონ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული