გამოქვეყნებული ნიუსები, რომლებშიც ეს ორგანიზაცია არის მონიშნული.
მეუფე იობის მისამართით გამონათქვამები ეკლესიისადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს - დეკანოიზი ანდრია ჯაღმაიძე
დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მეუფე იობის ქადაგების შემდეგ გაკეთებული შეურაცხმყოფელი გამონათქვამები ქრისტიანულ მორალს სცილდება და ეკლესიისადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს.
ეკა ბესელია: მეუფე იობი დღეს არის სიმართლის, სინდისის და ღვთის ხმა - მინდა ეს ხმა სხვა ეპისკოპოსების ხმით გაგრძელდეს
ეკა ბესელიას განცხადებით, მეუფე იობი სიმართლის ხმაა და „ქართული ოცნების“ პროპაგანდა მის ავტორიტეტს ვერაფერს დააკლებს. იურისტის თქმით, მმართველი გუნდის მხრიდან მაღალი იერარქის კრიტიკაზე მწვავე რეაქცია სწორედ მიტროპოლიტის სიტყვის დიდმა ძალამ განაპირობა.
გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "არა - საოცნებო" ამბიონი
გიორგი თარგამაძის ედიტორიალის მიხედვით, მეუფე იობმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ შესაძლებლობები ამოწურა და ის ურწმუნოა, რის გამოც „ქართული ოცნებისგან“ შეურაცხყოფა და ქვეყნის მტრის იარლიყები მიიღო.
მოვუწოდებ ხელისუფლებას, შეწყვიტოს უკანონო თვალთვალი - მიტროპოლიტი ილარიონი
მიტროპოლიტი ილარიონი ხელისუფლებას მოქალაქეებისა და სასულიერო პირების უკანონო თვალთვალის შეწყვეტისკენ, სათამაშო ბიზნესისა და ნარკოპოლიტიკის გამკაცრებისკენ მოუწოდებს, რასაც „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ეკლესიის პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოყენება უწოდეს.
ლევან ხაბეიშვილი: გამოფხიზლდით! - ვეთანხმები მეუფე იობს! ასე გაგრძელება აღარ შეიძლება!
პატიმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი მეუფე იობის ქადაგებას ეხმაურება და ბიძინა ივანიშვილს საზოგადოების დამცირებასა და ქვეყნის განადგურების მცდელობაში ადანაშაულებს.
სოფიო ხორგუანი: ქალბატონმა მარიამ ლაშხმა, ალბათ, უკვე დაამთავრა მასონებთან ბრძოლა და ეპისკოპოსებზე გადავიდა, ვის უნდა შეუნდოთ თქვენ რამე?!
დეპუტატმა სოფიო ხორგუანმა მარიამ ლაშხი მეუფე იობზე თავდასხმაში დაადანაშაულა, რის გამოც მას სიტყვა პარლამენტის თავმჯდომარემ შეაწყვეტინა და მომხდარს „უღირსი სპეკულაცია“ უწოდა.
რა გაძვირდა და რა გაიაფდა დაპირებული პროდუქტებიდან თებერვლის შემდეგ
ირაკლი კობახიძის მტკიცების საპირისპიროდ, მის მიერ დასახელებულ პროდუქტებზე საშუალო ფასები თებერვლიდან ოქტომბრამდე არ შემცირებულა და 0.3%-ით გაიზარდა, იუწყება „ნეტგაზეთი“ საქსტატზე დაყრდნობით.
არჩილ გორდულაძე: „1633 რეზოლუციაზე მხარდაჭერით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ან ჩაიდინა და აღიარა, ან არ ჩაუდენია და საკუთარ სახელმწიფოს დააბრალა ომის დაწყება. ერთიც კონსტიტუციის დარღვევაა და მეორეც, მით უმეტეს მაშინ, როდესაც დღემდე არ ემიჯნებიან რეზოლუციას და პირიქით, აცხადებენ, თითქოს საქვეყნო საქმე გააკეთეს“
არჩილ გორდულაძის განცხადებით, 1633 რეზოლუციის მხარდაჭერით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ან ომის დაწყება აღიარა, ან საკუთარ სახელმწიფოს და სამხედროებს დააბრალა დანაშაული, რაც კონსტიტუციის დარღვევაა.
ომბუდსმენი პროკურატურას და სუსს მიმართავს, დაუბრუნონ ხაბეიშვილს ტელეფონი
სახალხო დამცველი პროკურატურასა და სუსს მიმართავს, ლევან ხაბეიშვილს სასამართლოს განაჩენის მიუხედავად ჩამორთმეული მობილური ტელეფონი დაუბრუნონ.
“ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიციასთან, რომელიც მის ეპარქიას ბრაკონიერობაში, რეიდერობაში და რესურსების მიტაცებაში ადანაშაულებდა, შეურიგებელ დაპირისპირებაში შესულიყო – მიტროპოლიტმა იობმა მასთან ცინიკური გარიგების გზა აირჩია” – დავით ქართველიშვილი მეუფე იობზე
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მიტროპოლიტ იობს ოპოზიციასთან ცინიკურ გარიგებასა და საკუთარი „მიწის იმპერიის“ გადასარჩენად პოლიტიკურ ვაჭრობაში ადანაშაულებს.
„დღევანდელმა ხელისუფლებამ თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“ – მიტროპოლიტი იობი
მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა ხელისუფლება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მან თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა, საქართველოში კორუფცია ყვავის და ქვეყანაში ეროვნული ინტერესები აღარ არსებობს.