რატომ უყურებენ "თიბისი კაპიტალში" სკეპტიკურად საწვავზე აქციზის შემცირებას?|მოსაზრება
„თიბისი ჯგუფის“ უფროსი ეკონომისტის, ნიკოლოზ ზურაბიშვილის განცხადებით, საწვავზე აქციზის შემცირება შესაძლოა უშედეგო აღმოჩნდეს, რადგან შეღავათი ძირითადად მაღალშემოსავლიანებზე გავრცელდება, ნაწილი კომპანიების მარჟებში წავა და ეროვნული ბანკის ანტიინფლაციურ პოლიტიკას შეეწინააღმდეგება.