არქივი4 ივნისი, 2024, 13:08
Opta-ს გამოთვლები - რა შანსები აქვს საქართველოს ნაკრებს ცნობილი სტატისკური სააგენტოს აზრით
ცნობილმა სტატისტიკურმა სააგენტომ Opta-მ ევრო 2024-ზე ეროვნული ნაკრებების შანსები შეაფასა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები ბოლო ადგილზე აღმოჩნდა და სააგენტომ ვილი სანიოლის გუნდის შანსები მეოთხედფინალში გასვლის, ან ტურნირის მოგებაზე ბოლო ადგილზე დააყენა.
პირველ პოზიციას ინგლისი იკავებს, შემდეგ კი საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი და პორტუგალია მოდიან.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანიაში გაიმართება.
საქართველოს ნაკრები F ჯგუფში პორტუგალიასთან, ჩეხეთთან და თურქეთთან ერთად იასპარეზებს.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.