ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

OPEC+ 2025 წლის ბოლომდე ახანგრძლივებს წარმოების შეზღუდვას, ფასების მხარდასაჭერად

ნავთობის მწარმოებელი ქვეყნების ჯგუფი, OPEC+ 2 ივნისის გადაწყვეტილებით 2025 წლის ბოლომდე ახანგრძლივებს შეზღუდვას წარმოებაზე, ფასების მხარდაჭერის მიზნით.
12 წევრისგან შემდგარმა კარტელმა და მათმა 10-მა მოკავშირემ - რუსეთის ჩათვლით - გადაწყვიტეს "გახანგრძლივდეს ნედლი ნავთობის საერთო წარმოების დონე... 2025 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 31 დეკემბრამდე" - ვკითხულობთ ალიანსის განცხადებაში.
ნავთობის სავაჭრო ფასია 80 დოლარამდე ბარელში, რაც ნაკლებია იმ თანხაზე, რომელიც ამ ჯგუფის ბევრ ქვეყანას ესაჭიროება ბიუჯეტის დასაბალანსებლად.
ფასებზე გავლენას ახდენს მოთხოვნის ნელი ტემპით ზრდა ნავთობის მთავარი იმპორტიორ ჩინეთში.
ჯგუფი OPEC+ წარმოებას ამცირებს 2022 წლის ბოლოდან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.