ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

OECD-ის ქვეყნების საკრედიტო რისკების კლასიფიკაციაში საქართველომ რისკის რეიტინგი ერთი საფეხურით გაიუმჯობესა

OECD-ის ქვეყნების საკრედიტო რისკების კლასიფიკაციაში საქართველომ ერთი საფეხურით გაიუმჯობესა რისკის რეიტინგი, რაც კერძო სექტორისათვის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას გაზრდის. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
აღნიშნული რეიტინგი დგება OECD-ის წევრი ქვეყნების ოფიციალური საექსპორტო საკრედიტო სააგენტოების შეფასების საფუძველზე და მოიცავს, როგორც ამ ორგანიზაციის წევრ, ისე არაწევრ ქვეყნებს. ქვეყნების რისკის კლასიფიკაციის მიზანია, ქვეყნის გადახდისუნარიანობის რისკის შეფასება.
მისი მიზანია საექსპორტო-საკრედიტო ორგანიზაციებისთვის ქვეყნის რისკის შეფასება, რომელსაც იყენებენ საკრედიტო პირობების განსასაზღვრად.
რეიტინგის ზრდა, ანუ რისკის შემცირება, საქართველოს კერძო სექტორისთვის გაზრდის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.