ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

NYT: ჰამასის ტყვეობაში მყოფი დარჩენილი 136 მძევლიდან 32 უკვე გარდაცვლილია

The New York Times-ის ინფორმაციით, ღაზის სექტორში ჰამასის ტყვეობაში დარჩენილი 136 ისრაელელი მძევლიდან 32 უკვე გარდაცვლილია. ინფორმაცია NYT-ს ისრაელის დაზვერვამ მიაწოდა, თუმცა ანგარიში, რომელზე დაყრდნობითაც აღნიშნული ინფორმაცია ვრცელდება კონფიდენციალურია. როგორც ცნობილია, მაღალი თანამდებობის ისრაელელმა სამხედროებმა ამის შესახებ ანონიმურობის დაცვით ისაუბრეს.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ისრაელის თავდაცვის ძალები ოფიციალურად ჰამასის ტყვეობაში მყოფი 32 მძევლის სიკვდილს ადასტურებს, თუმცა ანგარიშში ასევე ნავარაუდებია, რომ კიდევ 20 ტყვე შესაძლოა აღარ იყოს ცოცხალი.
ისრაელის დაზვერვის ცნობით, გარდაცვალების ყველა დადასტურებულ შემთხვევაში მძევლების ოჯახის წევრები უკვე ინფორმირებულები არიან. მათი ნაწილი 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმისას გარდაიცვალა და ჰამასის მებრძოლებმა მათი სხეულები ღაზის სექტორში წაიღეს და მათი სიკვდილის შესახებ ინფორმაცია ისრაელისთვის თვეების შემდეგ გახდა ცნობილი.
ბოლო კვირების მანძილზე ჰამასს, ისრაელსა და მედიატორ მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს ტყვეების გაცვლის და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, სადაც ჯერჯერობით საბოლოო შეთანხმებამდე არ მისულან.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.