ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

NYT: მასკი გაეროში ირანის ელჩს შეხვდა დაძაბულობის განმუხტვის მიზნით

NYT: მასკი გაეროში ირანის ელჩს შეხვდა დაძაბულობის განმუხტვის მიზნით

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დასახელებული მილიარდერი, კომპანიების X, Tesla-ს და SpaceX-ის მფლობელი ილონ მასკი შეხვდა გაეროში ირანის ელჩს, ამირ საიდ ირავანის, ირანსა და აშშ-ის შორის დაძაბულობის განმუხტვის მიზნით - იუწყება გამოცემა New York Times-ი 14 ნოემბერს.
გამოცემა ანონიმურად დატოვებულ ირანულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შეხვედრა "პოზიტიური" იყო.
New York Times-ის თანახმად, შეხვედრა 11 ნოემბერს გაიმართა გასაიდუმლოებულ ადგილას და ის ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. სააგენტო AFP წერს, რომ შეხვედრა ჯერჯერობით არც ტრამპის გუნდს და არც გაეროში ირანის მისიას არ დაუდასტურებიათ.
თუ დადასტურდება, ეს შეხვედრა იქნება ადრეული ნიშანი, რომ ტრამპი სერიოზულად ეკიდება ირანთან დიპლომატიას. ამავე დროს, ეს შეხვედრა აჩვენებს მასკის გავლენას ტრამპის მომავალ ადმინისტრაციაში.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.