არქივი23 სექტემბერი, 2025, 09:43
Nvidia OpenAI-ში 100 მილიარდ დოლარამდე ინვესტირებას გეგმავს

ამერიკული ჩიპების მწარმოებელი კომპანია Nvidia Corp. ChatGPT ჩატბოტის შემქმნელ OpenAI-ში 100 მილიარდ დოლარამდე ინვესტიციის ჩადებას გეგმავს.
ორშაბათს, კომპანიებმა ხელი მოაწერეს შესაბამის განზრახულობის წერილს სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ., ნათქვამია Nvidia-ს პრესრელიზში.
პარტნიორობა მოიცავს OpenAI-ის ახალი თაობის ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურისთვის Nvidia სისტემების განლაგებას, რომელთა საერთო ენერგომოხმარება მინიმუმ 10 გიგავატი იქნება.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.