პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ 5 ტრილიონ დოლარს მიაღწია

Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ 5 ტრილიონ დოლარს მიაღწია

კომპანია Nvidia Corp.-მა გასულ კვირას ისტორიული რეკორდი დაამყარა— ის პირველი კომპანიაა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციამ 5 ტრილიონ დოლარს მიაღწია,- ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Bloomberg ავრცელებს.
ანალიტიკოსების შეფასებით, ხელოვნური ინტელექტის რევოლუციის ეპიცენტრში მყოფი ჩიპების მწარმოებელი არა მხოლოდ ყველაზე დიდი კომპანიაა მსოფლიოში, არამედ შესაძლოა უოლ სტრიტის ისტორიაში ყველაზე გავლენიანი აქციონერი იყოს.
2023 წლის დასაწყისიდან სწორედ Nvidia იყო ბაზრის ზრდის მთავარი მამოძრავებელი - კომპანიამ უზარმაზარი მოგება მოუტანა აქციონერებს და მილიარდები შესძინა აღმასრულებელ დირექტორ ჯენსენ ჰუანგის ქონებას. ამჟამად Nvidia უფრო დიდი კაპიტალიზაციის მქონეა, ვიდრე S&P 500-ის 11 სექტორიდან ექვსი და უამრავი ქვეყნების მთელ საფონდო ბაზარს აჭარბებს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ნოემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.