ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Novartis–მა მესამე კვარტალში წმინდა მოგება 23%-ით გაზარდა

Novartis–მა მესამე კვარტალში წმინდა მოგება 23%-ით გაზარდა

შვეიცარიულმა ფარმაცევტულმა კომპანია Novartis AG-მ 2025 წლის მესამე კვარტალში წმინდა მოგება თითქმის ერთი მეოთხედით, ხოლო შემოსავალი 8%-ით გაზარდა.
ივლის-სექტემბერში კომპანიის წმინდა მოგებამ 3.93 მილიარდი დოლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 3.19 მილიარდი დოლართან შედარებით.
ძირითადი საოპერაციო მოგება 6%-ით გაიზარდა და 5.46 მილიარდ დოლარს მიაღწია.
შემოსავალი 8%-ით გაიზარდა და 13.91 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. გაცვლითი კურსის ცვლილებების გამოკლებით, ზრდამ 7% შეადგინა.
Visible Alpha-ს მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები საშუალოდ 13.99 მილიარდი დოლარის შემოსავალზე 5.54 მილიარდი დოლარის ძირითად მოგებას ელოდნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.