ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

NGO-ები: ვუერთდებით თავისუფლების დღის იდეას, დავდგეთ ერთად 9 მაისს, 19:00-ზე

NGO-ები: ვუერთდებით თავისუფლების დღის იდეას, დავდგეთ ერთად 9 მაისს, 19:00-ზე

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ უერთდებიან 9 მაისის "ერთიანობის და თავისუფლების დღის იდეას" და საზოგადოებას - 9 მაისს, 19:00 საათზე ევროპის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდებენ.
მანამდე, 17:00 საათიდან, ევროპის მოედნისკენ მსვლელობები დაიწყება შემდეგი წერტილებიდან:
• საქართველოს პარლამენტის შენობიდან (სტუდენტების მარში); •
მარჯანიშვილის მოედნიდან;
• რესპუბლიკის მოედნიდან;
• ავლაბრის მეტროსადგურიდან.
NGO-ების განცხადება სრულად:
"არასამთავრობო ორგანიზაციები ვუერთდებით 9 მაისის ერთიანობის და თავისუფლების დღის იდეას და მოვუწოდებთ ყველას: დავდგეთ ერთად, ევროპის მოედანზე – 9 მაისს, 19:00 საათზე და ერთად დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი.
75 წლის წინ სწორედ ამ დღეს ჩაეყარა საფუძველი ევროკავშირს – სახელმწიფოების ისტორიაში ყველაზე წარმატებულ და მძლავრ პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაერთიანებას, სადაც ყველა ქვეყანა და ყველა მოქალაქე თავისუფალია: დაცულია ძალადობისგან, უსამართლობისა და სიღარიბისგან, დაცულია იმისგან რომ არ დევნიან, სადარბაზოებში არ უსწორდებიან, სამსახურებიდან უკანონოდ ათავისუფლებენ, აქვთ ღირსეული ცხოვრების პირობები და არ ცხოვრობენ უსამართლობაში.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.