პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

14 ოქტომბერს, საქართველოში სვეტიცხოვლობა - კვართის დღესასწაული აღინიშნება

14 ოქტომბერს საქართველოში მცხეთობა-სვეტიცხოვლობა, კვართის დღესასწაული აღინიშნება, რომელთან დაკავშირებითაც ქვეყნის ტაძრებში წირვა-ლოცვა ტარდება, მცხეთაში კი კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებებია დაგეგმილი.

14 ოქტომბერს, საქართველოში სვეტიცხოვლობა - კვართის დღესასწაული აღინიშნება
რუსთავი 2

დღეს, საქართველოში მცხეთობა-სვეტიცხოვლობა, კვართის დღესასწაული აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება.

სვეტიცხოვლობას ქვეყანა წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს ზეიმობს. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი – ქრისტეს ყველა მოციქულს. დღევანდელი დღე ოფიციალურად უქმეა.

დღესასწაულის ფარგლებში მცხეთაში დილიდან დაგეგმილა მრავალფეროვანი შემეცნებითი, კულტურული და სპორტული აქტივობები. მოეწყობა სანახაობითი ატრაქციები, საგამოფენო, ისტორიული, სადეგუსტაციო, ეთნოგრაფიულ-თემატური, არქეოლოგიური, საბავშვო-გასართობი სივრცეები და ფოტოზონები. გაიმართება კონცერტი. დაჯილდოვდებიან მცხეთის საპატიო მოქალაქეები.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოდღეს სვეტიცხოვლობაა
  2. ალიაოპოზიციურიდღეს სვეტიცხოვლობაა
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურირელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს სვეტიცხოვლობას ულოცავს
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სრულიად საქართველოს ვულოცავ სვეტიცხოვლობას, ამ დღეს გააჩნია უდიდესი სასულიერო და ისტორიული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის - დავით მათიკაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები