ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

TOP-10 კომპანია საქართველოდან, რომელიც რუსეთში ყველაზე მეტ ღვინოს ყიდის

საქსტატი

საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის 67% რუსეთზე მოდის (102 მლნ დოლარი), თუმცა „როსპოტრებნადზორმა“ რამდენიმე მწარმოებელს, მათ შორის ერთ-ერთ უმსხვილეს ექსპორტიორ „ასკანელ ძმებს“, პროდუქციის შეტანა დროებით აუკრძალა.

TOP-10 კომპანია საქართველოდან, რომელიც რუსეთში ყველაზე მეტ ღვინოს ყიდის
TOP-10 კომპანია საქართველოდან, რომელიც რუსეთში ყველაზე მეტ ღვინოს ყიდისBM.GE

2026 წლის 8 თვეში საქართველოდან რუსეთში ექსპორტზე 102 მლნ დოლარის ღირებულების 34 898 ტონა ღვინო გავიდა.

საქსტატის ინფორმაციით, იანვარ-აგვისტოში საქართველომ ღვინის ექსპორტით (52 419 ტონა) სულ 164 მლნ აშშ დოლარი მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ღვინის ექსპორტის ექსპორტის 67% სწორედ რუსეთზე მოდის. საექსპორტო სამეულში არიან პოლონეთი, უკრაინა და ჩინეთი. დანარჩენ ბაზრებზე კი 4 მილიონ დოლარზე ნაკლები ღირებულების ღვინოს ვყიდით.

რუსეთი - 102.196 მლნ აშშ დოლარის (34 898 ტონა)

პოლონეთი - 10.697 მლნ აშშ დოლარის (4 092 ტონა)

უკრაინა - 7.505 მლნ აშშ დოლარის (2 714 ტონა)

ჩინეთი - 6.279 მლნ აშშ დოლარის (2 149 ტონა)

ყაზახეთი - 5.007 მლნ აშშ დოლარის (1 494 ტონა)

გერმანია - 4.904 მლნ აშშ დოლარის (1 018 ტონა)

ბელარუსი - 4.243 მლნ აშშ დოლარის (1 537 ტონა)

აშშ - 3.623 მლნ აშშ დოლარის (615.8 ტონა)

ლატვია - 3.281 მლნ აშშ დოლარის (747.4 ტონა)

თურქეთი - 2.330 მლნ აშშ დოლარის (393.3 ტონა).

BMG-მ საქსტატიდან გამოითხოვა იმ TOP-10 ღვინის ექსპორტიორო კომპანიის სია, რომლებმაც 2025 და 2026 წლის 8 თვეში, რუსეთში ყველაზე მეტი ღვინო გაყიდეს.

შენიშვნა: ექსპორტიორები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

სს ბადაგონი

სს კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა

შპს GVMT Group

შპს ალკოჰოლური სასმელების კომპანია ალავერდი

შპს ასკანელი ძმები

შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია

შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა

შპს კახური ღვინის მარანი

შპს შალვინო

შპს წინანდლის ძველი მარანი.

ცნობისთვის: როგორც 10 ოქტომბერს რუსული მედიიდან გახდა ცნობილი, „როსპოტრებნადზორმა“ „სანიტარული მიზნებით“, კერძოდ „ფიზიკურ-ქიმიურ მაჩვენებლებსა და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შეუსაბამობის“ გამო, დროებით აკრძალა „თელიანი ველის“, „თბილღვინოს“, „ვაინმენის“ და „ასკანელი ძმების“ პროდუქცია. როგორც საქსტატის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ჩანს, "დროებითი აკრძალვა" top-ექსპორტიორებიდან, ჯერჯერობით, მხოლოდ "ასკანელ ძმებს" შეეხო.

"დროებითი ემბარგო" შეეხო მინერალური წყალი „ნაბეღლავის“, „ქართული ლუდის კომპანიის“ პროდუქციას და ასევე, საქართველოში წარმოებულ „კოკა-კოლას", რომლის ექსპორტსაც "კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯია" რუსეთში არც ახორციელებს. პროდუქცია რუსულ ბაზარზე, სავარაუდოდ, საბითუმო მოვაჭრეების გზით ხვდება.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?