ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნიკა ჩიტაძე – საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები არის მკვეთრად გაუარესებული, ეს, პირველ რიგში, არის საქართველოში ხელისუფლების მიერ განხორციელებული პოლიტიკის შედეგი

საკონსტიტუციო სასამართლო

პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის განცხადებით, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მკვეთრი გაუარესება ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია. მისი შეფასებით, ე.წ. რუსული კანონის მიღებითა და პარტიების აკრძალვის მუქარით მმართველმა გუნდმა ევროპულ გზას გადაუხვია.

ნიკა ჩიტაძე – საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები არის მკვეთრად გაუარესებული, ეს, პირველ რიგში, არის საქართველოში ხელისუფლების მიერ განხორციელებული პოლიტიკის შედეგი
ნიკა ჩიტაძე – საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები არის მკვეთრად გაუარესებული, ეს, პირველ რიგში, არის საქართველოში ხელისუფლების მიერ განხორციელებული პოლიტიკის შედეგიპირველი არხი

დღეს საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობები გახლავთ მკვეთრად გაუარესებული და ეს პირველ რიგში, არის საქართველოში ხელისუფლების მიერ განხორციელებული პოლიტიკის შედეგი, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ნიკა ჩიტაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

ნიკა ჩიტაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორ ხედავს მოცემულობას, როგორც დროებით გამოსწორებად პროცესს და მოვლენას, თუ როგორც სტრატეგიული მიზნების ერთმანეთისგან რადიკალურად დაშორებას.

„მას შემდეგ, რაც ე.წ. რუსული კანონი ამოქმედდა, მას შემდეგ, რაც ხელისუფლება აპირებს პოლიტიკური პარტიების აკრძალვას და აცხადებს, რომ აკრძალავს, ამ დროს, აღნიშნული გახლავთ საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენცია, დიახ, სტრატეგიული მიზნების რადიკალურად დაშორებასთან გვაქვს საქმე. ევროკავშირი დაინტერესებულია საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაძლიერებით, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებით, ადამიანის უფლებათა დაცვის განმტკიცებით, ადამიანთა ფუნდამენტური ღირებულებების პატივისცემით. მეორე მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ ძალაში რჩება საქართველოს კონსტიტუციაში არსებული 78-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც საქართველოს საგარეო პოლიტიკის და ეროვნული უსაფრთხოების ძირითადი პრიორიტეტი გახლავთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ გადაუხვია ევროპულ გზას, ქართულ გზას. ევროკავშირი გახლავთ, რა თქმა უნდა, ის მძლავრი ორგანიზაცია, ეკონომიკური, თუ გნებავთ იდეოლოგიური, პოლიტიკური, თუ სამართლებრივი თვალსაზრისით, რომელმაც მას შემდეგ, რაც საქართველომ აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ჩვენს ქვეყანას ოთხი მილიარდი ევროს მოცულობის დახმარება აღმოუჩინა“ – განაცხადა ჩიტაძემ.

13.10.2026

დისკუსია აქტუალურ თემაზე – ბრიუსელის პოლიტიკური სტანდარტები – სტუმრები: ვატო შაქარიშვილი, ოთარ ჭულუხაძე , ნიკა ობოლაძე​, ნიკა ჩიტაძე

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ევროკავშირი ერევა საქართველოს შიდა საქმეებში, მაგრამ ეს ასე არ არის.

„არა, ევროკავშირი არ ერევა საქართველოს შიდა საქმეებში, უბრალოდ, აცხადებს, რომ თუ თქვენ ხართ კანდიდატი ქვეყანა და გსურთ ევროკავშირის წევრობა, აქედან გამომდინარე, არსებობს კონკრეტული სტანდარტი, რომლის მიხედვითაც განიხილება ამა თუ ქვეყნის ევროკავშირში მიღება-არმიღების საკითხი კონსენსუსის საფუძველზე. გარდა ამისა, კიდევ ერთი საკითხი, როდესაც ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე საუბრობენ, შეშფოთებას უნდა იწვევდეს რუსეთის მოწოდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ქართული სახელმწიფოს მიმართ, რომ საქართველომ გააფორმოს ე.წ. თავდაუსხმელობის შეთანხმება აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან; ასევე გაატაროს პოლიტიკა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, როგორც სუვერენულ სახელმწიფოებთან, ესე იგი, ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დემარკაცია-დემილიტარიზაციასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჩიტაძემ.

მისივე თქმით, ითვლება, რომ საქართველოს ხელისუფლება შედარებით ლოიალურ პოლიტიკას ატარებს რუსეთის ფედერაციის მიმართ.

„სავაჭრო ბრუნვა 2010 წლიდან ვიდრე დღემდე, მაგალითად, რუსეთსა და საქართველოს შორის დაახლოებით, 10-ჯერ არის გაზრდილი და ამ ფონზეც კი, როდესაც ერთი მხრივ, იგივე ამხანაგი ლავროვი, თუ ამხანაგი პუტინი თავისთავად, კომპლიმენტებს არ იშურებდნენ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, ამავე დროს, რუსეთმა დააწესა ემბარგო ქართული ღვინის პროდუქციის ნაწილზე. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ექსპორტზე გატანილი ქართული ღვინის პროდუქციის 60%-ზე მეტის რეალიზება სწორედ რუსეთის ბაზარზე ხორციელდება და რუსეთი ახორციელებს ეკონომიკურ ზეწოლას“, – განაცხადა ჩიტაძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მას შემდეგ, რაც ე.წ. რუსული კანონი ამოქმედდა, მას შემდეგ, რაც ხელისუფლება აპირებს პოლიტიკური პარტიების აკრძალვას და აცხადებს, რომ აკრძალავს, ამ დროს, აღნიშნული გახლავთ საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენცია, დიახ, სტრატეგიული მიზნების რადიკალურად დაშორებასთან გვაქვს საქმე. ევროკავშირი დაინტერესებულია საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაძლიერებით, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებით, ადამიანის უფლებათა დაცვის განმტკიცებით, ადამიანთა ფუნდამენტური ღირებულებების პატივისცემით. მეორე მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ ძალაში რჩება საქართველოს კონსტიტუციაში არსებული 78-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც საქართველოს საგარეო პოლიტიკის და ეროვნული უსაფრთხოების ძირითადი პრიორიტეტი გახლავთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ გადაუხვია ევროპულ გზას, ქართულ გზას. ევროკავშირი გახლავთ, რა თქმა უნდა, ის მძლავრი ორგანიზაცია, ეკონომიკური, თუ გნებავთ იდეოლოგიური, პოლიტიკური, თუ სამართლებრივი თვალსაზრისით, რომელმაც მას შემდეგ, რაც საქართველომ აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ჩვენს ქვეყანას ოთხი მილიარდი ევროს მოცულობის დახმარება აღმოუჩინა“
„არა, ევროკავშირი არ ერევა საქართველოს შიდა საქმეებში, უბრალოდ, აცხადებს, რომ თუ თქვენ ხართ კანდიდატი ქვეყანა და გსურთ ევროკავშირის წევრობა, აქედან გამომდინარე, არსებობს კონკრეტული სტანდარტი, რომლის მიხედვითაც განიხილება ამა თუ ქვეყნის ევროკავშირში მიღება-არმიღების საკითხი კონსენსუსის საფუძველზე. გარდა ამისა, კიდევ ერთი საკითხი, როდესაც ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე საუბრობენ, შეშფოთებას უნდა იწვევდეს რუსეთის მოწოდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ქართული სახელმწიფოს მიმართ, რომ საქართველომ გააფორმოს ე.წ. თავდაუსხმელობის შეთანხმება აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან; ასევე გაატაროს პოლიტიკა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, როგორც სუვერენულ სახელმწიფოებთან, ესე იგი, ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დემარკაცია-დემილიტარიზაციასთან დაკავშირებით“
„სავაჭრო ბრუნვა 2010 წლიდან ვიდრე დღემდე, მაგალითად, რუსეთსა და საქართველოს შორის დაახლოებით, 10-ჯერ არის გაზრდილი და ამ ფონზეც კი, როდესაც ერთი მხრივ, იგივე ამხანაგი ლავროვი, თუ ამხანაგი პუტინი თავისთავად, კომპლიმენტებს არ იშურებდნენ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, ამავე დროს, რუსეთმა დააწესა ემბარგო ქართული ღვინის პროდუქციის ნაწილზე. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ექსპორტზე გატანილი ქართული ღვინის პროდუქციის 60%-ზე მეტის რეალიზება სწორედ რუსეთის ბაზარზე ხორციელდება და რუსეთი ახორციელებს ეკონომიკურ ზეწოლას“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ვალდებულებები აქვს საქართველოს სახელმწიფოს აღებული, ეს ვალდებულებები უნდა შესრულდეს, ამას ითხოვს ევროკავშირი - ლაშა ფარულავაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები