პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რომის პაპს ფილტვიდან კვანძის ამოკვეთის ოპერაცია ჩაუტარდა, რომელიც „წარმატებით დასრულდა“, - განაცხადა...

ვატიკანის განცხადებით, რომის პაპს ფილტვიდან კვანძის ამოკვეთის ოპერაცია ჩაუტარდა, რომელიც წარმატებით დასრულდა. 71 წლის პაპ ლეონის საჯარო ღონისძიებები 20 ოქტომბრამდე გაუქმებულია.

რომის პაპს ფილტვიდან კვანძის ამოკვეთის ოპერაცია ჩაუტარდა, რომელიც „წარმატებით დასრულდა“, - განაცხადა...
რადიო თავისუფლება

„პროცედურა წარმატებით დასრულდა, მოსალოდნელ ვადებში და როგორც დაგგმილი იყო“, — ნათქვამია ვატიკანის მოკლე განცხადებაში.

„წმინდა მამა თავის პალატას დაუბრუნდა“, — იტყობინება ვატიკანი და დასძენს, რომ დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ეს ოპერაცია 71 წლის პაპის პირველი ჰოსპიტალიზაციაა მას შემდეგ, რაც იგი 2025 წლის 8 მაისს კათოლიკური ეკლესიის მეთაური გახდა. ვატიკანის ოფიციალურმა პირებმა, რომლებმაც პაპი ორშაბათს ნახეს, განაცხადეს, რომ იგი საავადმყოფოში დარჩენას მშვიდად უყურებდა.

ოპერაცია რომის „ჯემელის“ საავადმყოფოში ჩატარდა. ეს პაპ ლეონის 17-თვიანი მმართველობის პერიოდში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პირველი მნიშვნელოვანი პრობლემაა.

ვატიკანმა დაადასტურა, რომ ოპერაციას „ჯემელის“ საავადმყოფოს გულ-მკერდის ქირურგიის განყოფილების უფროსი, პროფესორი სტეფანო მარგარიტორა უხელმძღვანელებდა.

პროცედურა, ზოგად ანესთეზიას მოითხოვდა და ვატიკანის განცხადებით, პაპის საავადმყოფოში გამოჯანმრთელებას დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება. მისი ყველა საჯარო ღონისძიება 20 ოქტომბრამდე გაუქმებულია.

პაპი ლეონი, რომელიც მსოფლიო კარდინალებმა 2025 წლის მაისში აირჩიეს, ეკლესიის ხელმძღვანელისთვის შედარებით ახალგაზრდაა. იგი მისდევს სპორტს, მათ შორის ჩოგბურთს, არ ეწევა და, რამდენადაც ცნობილია, ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია.

პაპ ლეონს, რომელიც ორშაბათს გამართულ საჯარო ღონისძიებაზე მტკიცე და მკაფიო ხმით საუბრობდა, ძალიან დატვირთული განრიგი აქვს. მას 6-დან 17 ნოემბრამდე 11-დღიანი ტურნე აქვს დაგეგმილი სამხრეთ ამერიკაში.

პაპი მსოფლიოს 1.4 მილიარდი მორწმუნე კათოლიკისთვის უმაღლესი ავტორიტეტია. მას არ ჰყავს მოადგილე, რომელიც ავადმყოფობისას მის მოვალეობას შეასრულებს. როდესაც პაპი ქმედუუნაროა, ვატიკანის უზარმაზარი ბიუროკრატიის საქმიანობა ჩვეულებრივ გრძელდება, თუმცა გადაიდება ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც პაპის თანხმობას მოითხოვს.

ლეონი, რომელიც 1955 წელს ჩიკაგოში დაიბადა, როგორც რობერტ პრევოსტი, სანამ პაპი გახდებოდა, ათწლეულების განმავლობაში მისიონერად და ეპისკოპოსად მსახურობდა პერუში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 2
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურირომის პაპი საავადმყოფოში მოათავსეს
  2. TV პირველიოპოზიციურირომის პაპი საავადმყოფოში მოათავსეს
  3. იმედინიუსისამთავრობორომის პაპს ფილტვის კიბო დაუდგინდა - ოპერაციის მსვლელობისას მას მარჯვენა ფილტვის ნაწილი ამოუკვეთეს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„პროცედურა წარმატებით დასრულდა, მოსალოდნელ ვადებში და როგორც დაგგმილი იყო“
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
რომის პაპს ფილტვის კიბო დაუდგინდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები