დონალდ ტრამპი - “ჰუსიტები” ძალიან ცუდად იქცევიან, მეგონა, ჭკუა ისწავლეს - დიდხანს დუმდნენ, მაგრამ ისევ გამოჩნდნენ - სავარაუდოდ, ირანის დავალებით
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჰუსიტები ირანის დავალებით მოქმედებენ და განზრახ ცდილობენ ნავთობის ფასების გაზრდას. მისი თქმით, ირანი „ჩავარდნილი სახელმწიფოა“ და ეს ქმედებები მას არასოდეს დაავიწყდება.

“ჰუსიტები” ძალიან ცუდად იქცევიან. მეგონა, ჭკუა ისწავლეს ერთი წლის წინ, როცა სასტიკად დავბომბეთ და მათივე თხოვნით შევწყვიტეთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, “ჰუსიტები”, სავარაუდოდ, ირანის დავალებით მოქმედებენ.
“დიდხანს დუმდნენ, მაგრამ ახლა ისევ გამოჩნდნენ - სავარაუდოდ, ირანის დავალებით. ირანი კი ჩავარდნილი სახელმწიფოა, რომელსაც არ ჰყავს არც სამხედრო-საზღვაო ფლოტი და არც საჰაერო ძალები, აქვს მსოფლიოში ყველაზე ცუდი ეკონომიკა და 301%-იანი ინფლაცია. ისინი ძალიან უხეშად მოქმედებენ, თავს ესხმიან საუდის არაბეთს და განზრახ ცდილობენ ნავთობის ფასების გაზრდას, სავარაუდოდ, აშშ-ის არჩევნებამდე. ეს ნამდვილად არ არის კარგი! ვიღაცამ უნდა აუხსნას მათ, რომ არჩევნებში კენჭს არ ვიყრი - მე უკვე გავიმარჯვე, უზარმაზარი უპირატესობით! მაგრამ არჩევნების შემდეგ იქ ვიქნები და ეს არასოდეს დამავიწყდება!”- აცხადებს ტრამპი.
ციტატები სტატიიდან
„დიდხანს დუმდნენ, მაგრამ ახლა ისევ გამოჩნდნენ - სავარაუდოდ, ირანის დავალებით. ირანი კი ჩავარდნილი სახელმწიფოა, რომელსაც არ ჰყავს არც სამხედრო-საზღვაო ფლოტი და არც საჰაერო ძალები, აქვს მსოფლიოში ყველაზე ცუდი ეკონომიკა და 301%-იანი ინფლაცია. ისინი ძალიან უხეშად მოქმედებენ, თავს ესხმიან საუდის არაბეთს და განზრახ ცდილობენ ნავთობის ფასების გაზრდას, სავარაუდოდ, აშშ-ის არჩევნებამდე. ეს ნამდვილად არ არის კარგი! ვიღაცამ უნდა აუხსნას მათ, რომ არჩევნებში კენჭს არ ვიყრი - მე უკვე გავიმარჯვე, უზარმაზარი უპირატესობით! მაგრამ არჩევნების შემდეგ იქ ვიქნები და ეს არასოდეს დამავიწყდება!“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.