პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

„უკრაინამაც წინა დღეს ბევრ ობიექტს დაარტყა“ - ტრამპმა უარი თქვა რუსეთის დადანაშაულებაზე ენერგეტიკული ზავის დარღვევაში

დონალდ ტრამპმა უარი თქვა რუსეთის დადანაშაულებაზე ენერგეტიკული ზავის დარღვევაში და განაცხადა, რომ წინა დღეს უკრაინამაც ბევრ ობიექტს დაარტყა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ის მოგვიანებით დააზუსტებს, დაარღვია თუ არა რუსეთმა შეთანხმება.

„უკრაინამაც წინა დღეს ბევრ ობიექტს დაარტყა“ - ტრამპმა უარი თქვა რუსეთის დადანაშაულებაზე ენერგეტიკული ზავის დარღვევაში
იმედინიუსი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას უარი თქვა რუსეთის დადანაშაულებაზე ენერგეტიკული ზავის დარღვევაში, რომლის შესახებაც მან 11 ოქტომბერს გამოაცხადა.

ამერიკელ ლიდერს კომენტარი სთხოვეს ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, რუსულმა ძალებმა მხოლოდ 12 ოქტომბერს უკრაინის ექვს ენერგეტიკულ ობიექტს დაარტყეს.

„უკრაინამაც წინა დღეს ბევრ ობიექტს დაარტყა“, - უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპმა ასევე პირობა დადო, რომ მოგვიანებით დააზუსტებს და განმარტავს, დაარღვია თუ არა რუსეთმა გამოცხადებული ენერგეტიკული ზავი.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ტრამპმა კვლავ განაცხადა, რომ რუსეთი და უკრაინა ენერგეტიკულ ზავზე შეთანხმდნენ.წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები