ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თორნიკე ართქმელაძე - იმედია, სხვა მოსამართლეებიც სრულად გააცნობიერებენ, რა მძიმე გადაწყვეტილება იქნება პარტიების აკრძალვა - მანანა კობახიძის გადაწყვეტილება არის სისტემის რღვევის კიდევ ერთი ნიმუში

ქართული ოცნებალელო

თორნიკე ართქმელაძის განცხადებით, მანანა კობახიძის მიერ მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტა სისტემის რღვევის ნიმუშია, რადგან ყოფილმა თანაგუნდელმა პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობაზე უარი თქვა.

თორნიკე ართქმელაძე - იმედია, სხვა მოსამართლეებიც სრულად გააცნობიერებენ, რა მძიმე გადაწყვეტილება იქნება პარტიების აკრძალვა - მანანა კობახიძის გადაწყვეტილება არის სისტემის რღვევის კიდევ ერთი ნიმუში
თორნიკე ართქმელაძე - იმედია, სხვა მოსამართლეებიც სრულად გააცნობიერებენ, რა მძიმე გადაწყვეტილება იქნება პარტიების აკრძალვა - მანანა კობახიძის გადაწყვეტილება არის სისტემის რღვევის კიდევ ერთი ნიმუშიინტერპრესნიუსი

ერთ დროს “ქართული ოცნების” ერთგული მხარდამჭერი და მისი აქტიური წევრიც კი უარს აცხადებს ირაკლი კობახიძის მოთხოვნის შესრულებაზე, - ასე ეხმაურება “ძლიერი საქართველო - ლელოს” წევრი, თორნიკე ართქმელაძე მანანა კობახიძისთვის პირადი განცხადების საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების შეჩერებას.

როგორც ართქმელაძე აცხადებს, პარტიების აკრძალვა მძიმე გადაწყვეტილებაა და იმედს გამოთქვამს, რომ ამას საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა მოსამართლეებიც გააცნობიერებენ.

“მანანა კობახიძის ეს გადაწყვეტილება მოტივირებული იყო იქიდან, რომ მას არ სურდა ანტი-კონსტიტუციურ პროცესში მონაწილეობა, რასაც პარტიების აკრძალვა ჰქვია.

იმედია, ამ ფაქტის შემდეგ სხვა მოსამართლეებიც სრულად გააცნობიერებენ, თუ რა მძიმე გადაწყვეტილება იქნება პარტიების აკრძალვა.

ეს გადაწყვეტილება ასევე არის სისტემის რღვევის კიდევ ერთი ნიმუში - ერთ დროს “ქართული ოცნების” ერთგული მხარდამჭერი და მისი აქტიური წევრიც კი უარს აცხადებს ირაკლი კობახიძის მოთხოვნის შესრულებაზე”, - აღნიშნა ართქმელაძემ.

ცნობისთვის, მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციაშია აღნიშნული, კობახიძეს უფლებამოსილება პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდა.

მანამდე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, მანანა კობახიძის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. როგორც სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ მანანა კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს 9 ოქტომბერს მიმართა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მანანა კობახიძის ეს გადაწყვეტილება მოტივირებული იყო იქიდან, რომ მას არ სურდა ანტი-კონსტიტუციურ პროცესში მონაწილეობა, რასაც პარტიების აკრძალვა ჰქვია. იმედია, ამ ფაქტის შემდეგ სხვა მოსამართლეებიც სრულად გააცნობიერებენ, თუ რა მძიმე გადაწყვეტილება იქნება პარტიების აკრძალვა. ეს გადაწყვეტილება ასევე არის სისტემის რღვევის კიდევ ერთი ნიმუში - ერთ დროს “ქართული ოცნების” ერთგული მხარდამჭერი და მისი აქტიური წევრიც კი უარს აცხადებს ირაკლი კობახიძის მოთხოვნის შესრულებაზე“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?