ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველომ თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი დაიწყო

საქართველოს მთავრობა

ესკოს ცნობით, 5-11 ოქტომბერს საქართველომ თურქეთიდან 11.4 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია შემოიტანა. ამასთან, გასული წლისგან განსხვავებით, მიმდინარე წლის აპრილის შემდეგ რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი აღარ განხორციელებულა.

საქართველომ თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი დაიწყო
საქართველომ თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი დაიწყოBM.GE

ოქტომბერში საქართველომ თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი დაიწყო. ესკოს ოპერატიული მონაცემებით, 5-11 ოქტომბერს მეზობელი ქვეყნიდან 11.4 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია შემოვიდა.

გასული წლისგან განსხვავებით, წელს აპრილის შემდეგ საქართველოში ელექტროენერგია რუსეთიდან აღარ შემოსულა, გასულ წელს ამ პერიოდში კი, რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი ხდებოდა აგვისტოდან, მთელი შემოდგომის პერიოდში. თურქეთი კი იმპორტიორთა შორის, მხოლოდ 2025 წლის დეკემბერში გამოჩნდა. აღსანიშნავია ისიც, რომ წელს ზაფხულის სეზონზე საქართველოს მთავრობამ თურქეთთან ელექტროენერგიის გაცვლის - ე.წ. ბარტერის მექანიზმი აამოქმედა.

ცვლილებების მიხედვით, 2026 წლის მაისი-ივლისის პერიოდში საქართველოდან თურქეთში ესკოს მიერ ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდება იმ პირობით, რომ მიწოდებული ენერგია ქვეყანას შემოდგომაზე - სექტემბერ-ნოემბერში იმავე მოცულობით დაუბრუნდება. ანალოგიური ნორმა მოქმედებდა 2018 წელსაც , რაც ქვეყნებს შორის ენერგიის ბარტერულ შეთანხმებას ითვალისწინებდა.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?