ნორვეგიის შეიარაღებული ძალების მიერ ნაქირავები ჩინური ავტომობილები ვიდეოჩანაწერებს აკეთებდა – მედია
Dagens Næringsliv-ის ცნობით, ნორვეგიის შეიარაღებული ძალების მიერ სამხედრო წვრთნებისთვის ნაქირავები ჩინური ავტომობილები ვიდეოჩანაწერებს, მარშრუტებსა და ობიექტების უსაფრთხოების კოდებს ინახავდა.

ნორვეგიული მედიის ცნობით, აღმოჩნდა, რომ ნორვეგიის შეიარაღებული ძალების მიერ ნაქირავები ჩინური ავტომობილები ვიდეოჩანაწერებს აკეთებდა.
საუბარია ჩინური კონგლომერატის მფლობელობაში არსებულ Hertz Norway-სგან ნაქირავებ ავტომობილებზე, რომლებიც ნორვეგიელებმა სამხედრო წვრთნებისთვის იქირავეს.
როგორც გამოცემა Dagens Næringsliv იტყობინება, ჯარისკაცებმა წვრთნების მიმდინარეობისას აღმოაჩინეს, რომ ჩინურ ავტომობილებში ადამიანების ვიდეოჩანაწერები, მართვის მარშრუტები და უსაფრთხოების კოდები ინახებოდა. როგორც მედია წერს, ნაქირავებ ჩინურ მანქანებს შორის სულ მცირე ორი მანქანა Deepal-ის მარკის იყო.
„ჩვენ ამ მანქანებს ვიყენებდით და ზოგიერთმა ყურადღებიანმა ჯარისკაცმა ბოლოს შეამჩნია, რომ მანქანებზე ვიდეოები იყო შენახული“, – ჰყვება DN-თან საუბარში ლეიტენანტი ფრედრიკ ბლანკი, რომელიც წვრთნებში მონაწილეობდა.
ბლანკის თქმით, ჩანაწერებში ჩანს, თუ ვინ ჯდება და გამოდის მანქანიდან, სად გადაადგილდება იგი, ვინ ჯდება მგზავრად და რამდენ ხანს ჩერდება ავტომობილი სხვადასხვა ადგილას. გავრცელებული ინფორმაციით, შენახული იყო აგრეთვე ჭიშკრებისა და კარების უსაფრთხოების კოდებიც.
მედიის ცნობით, წვრთნების დასრულების შემდეგ ჩანაწერები ავტომობილებიდან წაიშალა, თუმცა უცნობია, ინახებოდა თუ არა ეს მონაცემები სადმე სხვაგან.
ნორვეგიის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერი ალექსანდერ ენგბორგ ჰაგე აცხადებს, რომ ნორვეგიის შეიარაღებულ ძალებს ელექტრონიკასა და სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული რისკები კარგად ესმით.
„თუმცა, ჩვენ არ გვაქვს კონკრეტული ქვეყნების მწარმოებელთა ავტომობილების გამოყენების ზოგადი აკრძალვა“, – აცხადებს ჰაგე.
ფოტო: Krister Sørbø, Norwegian Armed Forces Forum
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ციტატები სტატიიდან
„ჩვენ ამ მანქანებს ვიყენებდით და ზოგიერთმა ყურადღებიანმა ჯარისკაცმა ბოლოს შეამჩნია, რომ მანქანებზე ვიდეოები იყო შენახული“
„თუმცა, ჩვენ არ გვაქვს კონკრეტული ქვეყნების მწარმოებელთა ავტომობილების გამოყენების ზოგადი აკრძალვა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.