ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

BBC: ამერიკაში, გასართობ პარკში ატრაქციონზე ინციდენტს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე დაშავდა

აშშ-ში, გასართობ პარკ Six Flags Over Georgia-ში ატრაქციონზე მომხდარი ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. პოლიციამ გამოძიება დაიწყო, თვითმხილველთა განცხადებით კი, მამაკაცი ატრაქციონიდან გადმოვარდა.

BBC: ამერიკაში, გასართობ პარკში ატრაქციონზე ინციდენტს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე დაშავდა
BBC: ამერიკაში, გასართობ პარკში ატრაქციონზე ინციდენტს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე დაშავდაიმედინიუსი

აშშ-ის ჯორჯიის შტატში, გასართობ პარკ Six Flags Over Georgia-ში ატრაქციონზე მომხდარი ინციდენტის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

შემთხვევა კობის ოლქის პოლიციის დეპარტამენტმა დაადასტურა. გასართობი პარკი ქალაქ ატლანტიდან დაახლოებით 24 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს.

პოლიციას არ დაუკონკრეტებია, რომელ ატრაქციონზე მოხდა ინციდენტი. თუმცა საინფორმაციო ვერტმფრენებიდან გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ატრაქციონ Goliath-ის მატარებელი მარშრუტის შუა მონაკვეთზე გაჩერდა, თანამშრომლები კი მგზავრებს ჩამოსვლაში ეხმარებოდნენ, - იუწყება BBC.

Six Flags Over Georgia-მ მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა.

„ღრმად ვწუხვართ დღეს ჩვენს პარკში მომხდარი ინციდენტის გამო. ჩვენი ფიქრები და გულწრფელი სამძიმარი გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს ეკუთვნით“, - ნათქვამია პარკის განცხადებაში.

ხელისუფლებას ამ დრომდე არ განუმარტავს, რა ვითარებაში დაიღუპა ადამიანი. თვითმხილველების განცხადებით, მათ დაინახეს, როგორ გადმოვარდა მამაკაცი ატრაქციონიდან.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ღრმად ვწუხვართ დღეს ჩვენს პარკში მომხდარი ინციდენტის გამო. ჩვენი ფიქრები და გულწრფელი სამძიმარი გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს ეკუთვნით“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?