ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს ვო თჰი ან სუანს უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს უმასპინძლა, სადაც მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა, „შუა დერეფნის“ პერსპექტივები, პირდაპირი ფრენები და ვიეტნამში საქართველოს საელჩოს გახსნა განიხილეს.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს ვო თჰი ან სუანს უმასპინძლა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს ვო თჰი ან სუანს უმასპინძლაიმედინიუსი

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს ვო თჰი ან სუანს უმასპინძლა.

გაფართოებულ შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების განვითარება, მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის გაღრმავება, სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, საინვესტიციო, ტურისტული, საგანმანათლებლო, კულტურული და ტექნოლოგიური თანამშრომლობის გაფართოება განიხილეს.

მიხეილ ყაველაშვილმა ვო თჰი ან სუანს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ხელახლა არჩევა მიულოცა და აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების ახალ შესაძლებლობებს ქმნის. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ვიეტნამის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

ქართულმა მხარემ დადებითად შეაფასა ვიეტნამში საქართველოს საელჩოს გახსნის პერსპექტივა და გამოთქვა იმედი, რომ მომავალში საქართველოშიც გაიხსნება ვიეტნამის რეზიდენტი საელჩო.

მხარეებმა საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკური შესაძლებლობები, „შუა დერეფნის“ განვითარების პერსპექტივები და ქვეყნის როლი ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ მარშრუტებში განიხილეს.

საუბარი შეეხო პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განვითარების პერსპექტივას. მხარეებმა აღნიშნეს, რომ შესაბამისი შეთანხმება ხელს შეუწყობს ტურიზმის, ბიზნესკავშირებისა და ხალხთა შორის ურთიერთობების გაღრმავებას.

თანამშრომლობის მნიშვნელოვან სფეროებად გამოიკვეთა ინოვაციები, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, მეცნიერება და კვლევა. ყურადღება დაეთმო უნივერსიტეტებს შორის პირდაპირი კავშირებისა და აკადემიური თანამშრომლობის განვითარებას.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?