ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"სახელმწიფო რეპრესიებს ახორციელებს შშმ პირების მიმართ" - რას ედავება შსს დუტა ჯავახიშვილს

თბილისის საქალაქო სასამართლოშინაგან საქმეთა სამინისტრო

სამოქალაქო აქტივისტი დუტა ჯავახიშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო შშმ პირების მიმართ რეპრესიებს ახორციელებს, ხოლო შსს მას საკრებულოსთან სიმღერასა და დამოუკიდებლობის დღის მწვანე ბოლით აღნიშვნას ედავება.

"სახელმწიფო რეპრესიებს ახორციელებს შშმ პირების მიმართ" - რას ედავება შსს დუტა ჯავახიშვილს
"სახელმწიფო რეპრესიებს ახორციელებს შშმ პირების მიმართ" - რას ედავება შსს დუტა ჯავახიშვილსTV პირველი

საქმეები აქტივისტების წინააღმდეგ - პროტესტის ჰიმნად ქცეული სიმღერის გამო, დღეს განაჩენს ოთხი აქტივისტი ელოდება. სხდომები თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთმანეთის მიყოლებით არის ჩანიშნული.

ერთ-ერთი, ვისაც დღეს ასამართლებენ, შშმ პირი დუტა ჯავახიშვილია. სამოქალაქო აქტივისტის თქმით, იმ დღეს როცა შსს-ს ოქმია შედგენილი, საერთოდ არ იმყოფებოდა საკრებულოს ტერიტორიაზე.

დუტა ჯავახიშვილი ამბობს, რომ ამით სახელმწიფო შშმ პირებზე "რეპრესიებს ახორციელებს".

შსს მედავება 24 სექტემბერს "ოლე ოლე"-ს სიმღერას საკრებულოსთან, თუმცა, იმ მონაკვეთში საერთოდ არ ვიმყოფებოდი იმ ტერიტორიაზე. მგონია, რომ რეპრესიებს ახორციელებს შშმ პირების მიმართ სახელმწიფო. იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფო ეხმარებოდეს შშმ პირებს, პირიქით რეპრესიებში ამყოფებს და ცდილობს, რომ მაქსიმალურად ხმა არ ამოიღონ.

ახლა მედავებიან იმას, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავდი მწვანე ბოლით და თურმე ეს ყოფილა დანაშაული, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავ. თუმცა ესეც მიმაჩნია, რომ არის აბსურდი ად ესეც რეპრესიულ ხასიათს ატარებს", - ამბობს დუტა ჯავახიშვილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რეპრესიებს ახორციელებს“
დუტა ჯავახიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?