ალექსანდრე რაქვიაშვილი: “ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს”
ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, ვერ დაიჯერებს, რომ ვინმე „გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს“, რადგან მისი ქმედებები მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ აწყობდა და მმართველ პარტიას ხმებს ვერ ართმევდა.

“ერთი მხრივ, მჯერა, რომ ბევრ ევროპელ და ამერიკელ დიპლომატს არ მოსწონს “ქართული ოცნება”, მაგრამ არ მგონია, რომ მაინცდამაინც პირდაპირ ხელისუფლების ცვლილებას აკეთებდნენ. თუმცა, გასაგებია, რომ უჭერდნენ იმ პოლიტიკურ პარტიებს მხარს, რომლებიც ასეთ მიზანს ისახავენ”, – განაცხადა “თავისუფალი ხალხის პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა გადაცემაში “ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე”.
“მაგრამ მე ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს. შეიძლება ადამიანი მოატყუო – ამერიკაშიც ატყუებენ ამომრჩეველს და ყველგან – ასეთია პრაქტიკა, ასევ ვთქვათ, მაგრამ, ავიღოთ ამერიკელები: როცა შენ არც ფულის ნაკლებობა გაქვს, არც დაზვერვის ნაკლებობა, არც – კონტაქტების და ა.შ., ვერ დაინახო, რასაც გვარამია აკეთებდა, მარტო “ქართულ ოცნებას” აწყობდა, იმიტომ, რომ ნებისმიერი პოლიტტექნოლოგი გეტყვის, რომ თუ გინდა დაამარცხო მმართველი გუნდი, რომელსაც უმრავლესობა აქვს, მას ხმები უნდა წაართვა. ართმევდა გვარამია “ქართულ ოცნებას” ხმას?” – განაცხადა რაქვიაშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„ერთი მხრივ, მჯერა, რომ ბევრ ევროპელ და ამერიკელ დიპლომატს არ მოსწონს “ქართული ოცნება”, მაგრამ არ მგონია, რომ მაინცდამაინც პირდაპირ ხელისუფლების ცვლილებას აკეთებდნენ. თუმცა, გასაგებია, რომ უჭერდნენ იმ პოლიტიკურ პარტიებს მხარს, რომლებიც ასეთ მიზანს ისახავენ“
„მაგრამ მე ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს. შეიძლება ადამიანი მოატყუო – ამერიკაშიც ატყუებენ ამომრჩეველს და ყველგან – ასეთია პრაქტიკა, ასევ ვთქვათ, მაგრამ, ავიღოთ ამერიკელები: როცა შენ არც ფულის ნაკლებობა გაქვს, არც დაზვერვის ნაკლებობა, არც – კონტაქტების და ა.შ., ვერ დაინახო, რასაც გვარამია აკეთებდა, მარტო “ქართულ ოცნებას” აწყობდა, იმიტომ, რომ ნებისმიერი პოლიტტექნოლოგი გეტყვის, რომ თუ გინდა დაამარცხო მმართველი გუნდი, რომელსაც უმრავლესობა აქვს, მას ხმები უნდა წაართვა. ართმევდა გვარამია “ქართულ ოცნებას” ხმას?“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.