ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ჰაბლმა“ შესაძლო ვარსკვლავის სიკვდილის შემდეგ წარმოქმნილი პლანეტის ნიშნებს მიაგნო

NASA-ს ცნობით, ასტრონომებმა თეთრ ჯუჯა HS0209+0832-სთან სავარაუდო პლანეტის ნიშნები აღმოაჩინეს, რომელიც, მეცნიერთა ვერსიით, შესაძლოა ვარსკვლავის გარდაქმნის შემდეგ ამოფრქვეული გაზისა და მტვრისგან წარმოქმნილიყო.

„ჰაბლმა“ შესაძლო ვარსკვლავის სიკვდილის შემდეგ წარმოქმნილი პლანეტის ნიშნებს მიაგნო
„ჰაბლმა“ შესაძლო ვარსკვლავის სიკვდილის შემდეგ წარმოქმნილი პლანეტის ნიშნებს მიაგნოიმედინიუსი

ასტრონომებმა თეთრ ჯუჯა HS0209+0832-სთან სავარაუდო პლანეტის ნიშნები აღმოაჩინეს, რომელიც, შესაძლოა, მას შემდეგ წარმოიქმნა, რაც ვარსკვლავმა თავისი ამჟამინდელ მდგომარეობა მიიღო. „ჰაბლის“ არქივების ანალიზის შედეგების შესახებ NASA იუწყება.

ტელესკოპი ამ ობიექტს პირველად 1999 წელს დააკვირდა, თუმცა მისი სპექტრის ზოგიერთი თავისებურების ახსნა მაშინ ვერ მოხერხდა. ახლა მკვლევრებმა მონაცემები ქიმიური ელემენტების განახლებულ ბაზას შეადარეს და ნიობიუმის უჩვეულოდ მაღალი შემცველობა აღმოაჩინეს.

მათი ვერსიით, პლანეტა იმ გაზისა და მტვრისგან წარმოიქმნა, რომლებიც ვარსკვლავმა თეთრ ჯუჯად გარდაქმნამდე ამოაფრქვია. როგორც წესი, პლანეტები ბევრად უფრო ადრე, თავიანთ ვარსკვლავთან ერთდროულად იქმნებიან.

ტელესკოპ TESS-ის დაკვირვებებმა გამოავლინა სიკაშკაშის პერიოდული ცვლილებები, რაც შეესაბამება თეთრი ჯუჯისგან დაახლოებით 6 მილიონ კილომეტრში პლანეტის არსებობას. სავარაუდოდ, ობიექტი იუპიტერის ზომისაა და გამოსხივების ზემოქმედებით ატმოსფეროს კარგავს.

პლანეტის არსებობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. მეცნიერები „ჰაბლის“ მეშვეობით დამატებითი დაკვირვებების ჩატარებას გეგმავენ.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

ტექნოლოგიები ·
Meta-ს 25 მილიარდი დოლარის გადახდა დაეკისრა -.დეტალებიწაიკითხე

უახლესი ამბები