პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ევროკავშირი უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების მეორე და მესამე კლასტერებს ხსნის

ევროკავშირის ყველა წევრი შეთანხმდა, რომ უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მე-2 და მე-3 კლასტერები გახსნას, ხოლო მონტენეგროსა და ალბანეთთან კონკრეტული ქვეთავები დახუროს, — აცხადებს ირლანდიის ევროპის საკითხებში მინისტრი ტომას ბირნი.

ევროკავშირი უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების მეორე და მესამე კლასტერებს ხსნის
ინტერპრესნიუსი

13 ოქტომბერს ევროკავშირი უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მეორე და მესამე კლასტერებს გახსნის.

ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ირლანდიის ევროპის საკითხებში მინისტრი, ტომას ბირნი სოციალურ ქსელში წერს.

“‘მონტენეგროს ორშაბათს” კიდევ ერთი “სუპერ სამშაბათი” მოჰყვება ალბანეთისთვის, მოლდოვისთვისა და უკრაინისთვის.

შემიძლია დავადასტურო, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო შეთანხმდა რომ: გაიხსნას [გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების] მე-2 და მე-3 კლასტერები უკრაინისა და მოლდოვისთვის; დაიხუროს [შესრულებულად ჩაითვალოს] 3 ქვეთავი მონტენეგროსთვის (17, 18 და 19); დაიხუროს [შესრულებულად ჩაითვალოს] მე-20 ქვეთავი ალბანეთისთვის”, - წერს ბირნი.

ცნობისთვის, ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები 35 ქვეთავს მოიცავს, რომლებიც 6 კლასტერშია გაერთიანებული: ფუნდამენტები; შიდა ბაზრები; კონკურენტუნარიანობა და ინკლუზიური ზრდა; მწვანე დღის წესრიგი და მდგრადი დაკავშირებულობა; რესურსები, სოფლის მეურნეობა და ერთიანობა; საგარეო ურთიერთობები.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 2
  1. TV პირველიოპოზიციური13 ოქტომბერს ევროკავშირი უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნის
  2. ფორმულაოპოზიციურიEU-ს ქვეყნები უკრაინისა და მოლდოვისთვის მოლაპარაკებების კლასტერების გახსნაზე შეთანხმდნენ
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„‘მონტენეგროს ორშაბათს” კიდევ ერთი “სუპერ სამშაბათი” მოჰყვება ალბანეთისთვის, მოლდოვისთვისა და უკრაინისთვის. შემიძლია დავადასტურო, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო შეთანხმდა რომ: გაიხსნას [გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების] მე-2 და მე-3 კლასტერები უკრაინისა და მოლდოვისთვის; დაიხუროს [შესრულებულად ჩაითვალოს] 3 ქვეთავი მონტენეგროსთვის (17, 18 და 19); დაიხუროს [შესრულებულად ჩაითვალოს] მე-20 ქვეთავი ალბანეთისთვის“
ტომას ბირნი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ევროკავშირმა უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ორი კლასტერი გახსნაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები