ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი: ამ ქვეყნის მოქალაქეების გადასაწყვეტია, როგორ იაროს, საით იაროს, რა შინაარსის განვითარება ჰქონდეს, ვისაც უნდა იყოს ამის თანამონაწილე, უცხო ქვეყანას ვგულისხმობ, ყველას მივესალმებით, ყველასთან მეგობრობა და პარტნიორობა გვინდა, მაგრამ ქართველი ხალხის პირობებით

რუსთავი 2

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარტნიორობა ქართველი ხალხის პირობებით უნდა შედგეს, საერთაშორისო დახმარება კი უფლება არა, პრივილეგიაა. პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ დონორებმა ნდობა დაარღვიეს და რიგ შემთხვევებში ქვეყნისთვის ძირის გამოთხრას ცდილობდნენ.

შალვა პაპუაშვილი: ამ ქვეყნის მოქალაქეების გადასაწყვეტია, როგორ იაროს, საით იაროს, რა შინაარსის განვითარება ჰქონდეს, ვისაც უნდა იყოს ამის თანამონაწილე, უცხო ქვეყანას ვგულისხმობ, ყველას მივესალმებით, ყველასთან მეგობრობა და პარტნიორობა გვინდა, მაგრამ ქართველი ხალხის პირობებით
შალვა პაპუაშვილი: ამ ქვეყნის მოქალაქეების გადასაწყვეტია, როგორ იაროს, საით იაროს, რა შინაარსის განვითარება ჰქონდეს, ვისაც უნდა იყოს ამის თანამონაწილე, უცხო ქვეყანას ვგულისხმობ, ყველას მივესალმებით, ყველასთან მეგობრობა და პარტნიორობა გვინდა, მაგრამ ქართველი ხალხის პირობებითიმედინიუსი

საერთაშორისო დახმარება ეს არ არის უფლება, ეს არის მონაწილეობა ქვეყნის განვითარებაში, ეს არ არის უცხო ქვეყნის უფლება, ეს არის პრივილეგია, რომელიც მას უნდა მიანიჭოს ქართველმა ხალხმა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დებატები“.

როგორც შალვა პაპუაშვილი ამბობს, დღეს მტკიცების ტვირთი არის დონორების მხარეს. მისი თქმით, ნდობა დარღვეულია და ეს ნდობა მათ დაარღვიეს.

„საქართველოში ხელისუფლება მოდის ხალხისგან, საქართველო ეკუთვნის ამ ქვეყნის მოქალაქეებს და ამ ქვეყნის მოქალაქეების გადასაწყვეტია, როგორ იაროს, საით იაროს, რა შინაარსის განვითარება ჰქონდეს, ვისაც უნდა იყოს ამის თანამონაწილე, უცხო ქვეყანას ვგულისხმობ, ყველას მივესალმებით, ყველასთან მეგობრობა და პარტნიორობა გვინდა, მაგრამ ქართველი ხალხის პირობებით. ეს არის ამოსავალი წერტილი საერთაშორისო დახმარების, რომელიც მსოფლიოში არის აღიარებული. ჩვენ, სამწუხაროდ, ვნახეთ და მწარე გამოცდილება ვიწვნიეთ, როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ ისინი, ვისაც თანამშრომლობის და პარტნიორობის ხელი გავუწოდეთ, ვისაც გული გადავუშალეთ, ის ვინც შემოვუშვით ჩვენ ქვეყანაში, გვერდში დავიყენეთ, ჩვენ საერთო საქმეში მონაწილეობა მივაღებინეთ, აღმოჩნდა, რომ რიგ შემთხვევებში ცდილობდა ჩვენი ქვეყნისთვის ძირის გამოთხრას, ცდილობდა ჩვენი დემოკრატიისთვის ძირის გამოცლას, ცდილობდა ჩვენი კონსტიტუციური წყობისთვის ძირის გამოთხრას. ეს დაადასტურა, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ, USAID-თან დაკავშირებული გადაწყვეტილებით.

ამიტომ, დღეს მტკიცების ტვირთი არის დონორების მხარეს. ნდობა დარღვეულია, ეს ნდობა მათ დაარღვიეს, ამიტომ მტკიცების ტვირთი არის მათ მხარეს. ყველა პროექტთან დაკავშირებით დღეს ეჭვი აქვს, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს, რომ აქ შეიძლება რაღაც მავნე მიზნები იყოს, მაგრამ ეს ეჭვი მათ გამოიწვიეს, იმიტომ რომ ეს ნდობა დაარღვიეს. ამიტომ, მათ უნდა სცადონ და ეს ნდობა დაიბრუნონ. საქართველოს ხელისუფლებას გითხარით, რომ მიმართვიანობის შემთხვევაში 95%-ში თანხმობა აქვს, ვინც მოდის თანამშრომლობაზე და კეთილი განზრახვებით.

საერთაშორისო დახმარება ეს არ არის უფლება, ეს არის მონაწილეობა ქვეყნის განვითარებაში, ეს არ არის უცხო ქვეყნის უფლება, ეს არის პრივილეგია, რომელიც მას უნდა მიანიჭოს ქართველმა ხალხმა და ამ პრივილეგიას დამსახურება უნდა“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საქართველოში ხელისუფლება მოდის ხალხისგან, საქართველო ეკუთვნის ამ ქვეყნის მოქალაქეებს და ამ ქვეყნის მოქალაქეების გადასაწყვეტია, როგორ იაროს, საით იაროს, რა შინაარსის განვითარება ჰქონდეს, ვისაც უნდა იყოს ამის თანამონაწილე, უცხო ქვეყანას ვგულისხმობ, ყველას მივესალმებით, ყველასთან მეგობრობა და პარტნიორობა გვინდა, მაგრამ ქართველი ხალხის პირობებით. ეს არის ამოსავალი წერტილი საერთაშორისო დახმარების, რომელიც მსოფლიოში არის აღიარებული. ჩვენ, სამწუხაროდ, ვნახეთ და მწარე გამოცდილება ვიწვნიეთ, როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ ისინი, ვისაც თანამშრომლობის და პარტნიორობის ხელი გავუწოდეთ, ვისაც გული გადავუშალეთ, ის ვინც შემოვუშვით ჩვენ ქვეყანაში, გვერდში დავიყენეთ, ჩვენ საერთო საქმეში მონაწილეობა მივაღებინეთ, აღმოჩნდა, რომ რიგ შემთხვევებში ცდილობდა ჩვენი ქვეყნისთვის ძირის გამოთხრას, ცდილობდა ჩვენი დემოკრატიისთვის ძირის გამოცლას, ცდილობდა ჩვენი კონსტიტუციური წყობისთვის ძირის გამოთხრას. ეს დაადასტურა, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ, USAID-თან დაკავშირებული გადაწყვეტილებით. ამიტომ, დღეს მტკიცების ტვირთი არის დონორების მხარეს. ნდობა დარღვეულია, ეს ნდობა მათ დაარღვიეს, ამიტომ მტკიცების ტვირთი არის მათ მხარეს. ყველა პროექტთან დაკავშირებით დღეს ეჭვი აქვს, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს, რომ აქ შეიძლება რაღაც მავნე მიზნები იყოს, მაგრამ ეს ეჭვი მათ გამოიწვიეს, იმიტომ რომ ეს ნდობა დაარღვიეს. ამიტომ, მათ უნდა სცადონ და ეს ნდობა დაიბრუნონ. საქართველოს ხელისუფლებას გითხარით, რომ მიმართვიანობის შემთხვევაში 95%-ში თანხმობა აქვს, ვინც მოდის თანამშრომლობაზე და კეთილი განზრახვებით. საერთაშორისო დახმარება ეს არ არის უფლება, ეს არის მონაწილეობა ქვეყნის განვითარებაში, ეს არ არის უცხო ქვეყნის უფლება, ეს არის პრივილეგია, რომელიც მას უნდა მიანიჭოს ქართველმა ხალხმა და ამ პრივილეგიას დამსახურება უნდა“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?