“ნახევარ ზუგდიდს რომ გვიჩივლა პატრულმა ნიკოლოზ თორდიამ – გერმანიაში ითხოვს თავშესაფარს” – მარიამ სიჭინავა.
სამოქალაქო აქტივისტ მარიამ სიჭინავას მტკიცებით, პატრულის თანამშრომელი ნიკოლოზ თორდია, რომელმაც აქტივისტებს უჩივლა, პოლიციიდან წავიდა და გერმანიაში თავშესაფარს ითხოვს.

სამოქალაქო აქტივისტი, მარიამ სიჭინავა:
ნახევარ ზუგდიდს რომ გვიჩივლა პატრულმა ნიკოლოზ თორდიამ, მერე თბილისელ აქტივისტებსაც რომ გადასწვდა, პოლიციიდან წასულა და გერმანიაში ითხოვს თავშესაფარს.
სულ რომ გერმანიაში მომიწიოს ჩასვლა, ნიკოლოზ თორდიაზე მივაწვდი ინფორმაციას ყველას.
ჩემი შვილის სახელის ხსენებისთვის, ჩემი შვილის დოკუმენტების, ვითომ მტკიცებულებებად სასამართლოში წარდგენისთვის, შალვა ესართიას პატიმრობისთვის, უბრალოდ არ გაგახარებ ევროპაში, რომელიც ჩვენ გვინდოდა აქ გვქონოდა საქართველოში, მათ შორის შენთვისაც და შენ გვიშლიდი ხელს, როგორც რიგითი ჭანჭიკი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.