პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კირცხალია: „საპარლამენტო უმრავლესობის სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს იმ გადაწყვეტილებისთვის, რომელიც დღეს გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი“

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ირაკლი კობახიძეს მადლობა გადაუხადა პენსიის 45 ლარით გაზრდისა და დევნილთა ოჯახის თითოეულ წევრზე 10 000-ლარიანი კომპენსაციის განსაზღვრის გადაწყვეტილებებისთვის.

ირაკლი კირცხალია: „საპარლამენტო უმრავლესობის სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს იმ გადაწყვეტილებისთვის, რომელიც დღეს გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი“
POSTV

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საპარლამენტო უმრავლესობის სახელით მადლობა გადაუხადა იმ გადაწყვეტილებების გამო, რომლის მიხედვითაც პენსია 45 ლარით გაიზრდება, დევნილთა ოჯახის თითოეულ წევრზე კი კომპენსაცია 10 000 ლარის ოდენობით განისაზღვრა.

ირაკლი კირცხალიას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილებები ძალიან მნიშვნელოვანია:

“პარტიის ცენტრალურ ოფისში, ტრადიციულად უმრავლესობის სხდომა ჩატარდა, სადაც ყველა მიმდინარე აქტუალური საკითხი განვიხილეთ ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის გარეთ, რომელიც ჩვენს ქვეყანას ეხება. ყველაზე მთავარი რაც დღეს განხილვის თემა იყო, ეს არის ქვეყნის მთავარი დოკუმენტი – ბიუჯეტი.

აქვე მინდა, საპარლამენტო უმრავლესობის სახელით მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს იმ გადაწყვეტილებისთვის, რომელიც დღეს გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა პენსიის ინდექსაციის გარეშე 45 ლარით გაზრდა, რაც 415 ლარს შეადგენს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა დევნილების და მათი კომპენსაციების კუთხით ის შესაძლებლობა, რომელიც აძლევს დევნილებს საშუალებას, რომ მიიღონ თითოეულ ოჯახის წევრზე 10 000 ლარის ოდენობით კომპენსაცია,”- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი კირცხალია: საპარლამენტო უმრავლესობის სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს იმ გადაწყვეტილებისთვის, რომელიც დღეს გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„პარტიის ცენტრალურ ოფისში, ტრადიციულად უმრავლესობის სხდომა ჩატარდა, სადაც ყველა მიმდინარე აქტუალური საკითხი განვიხილეთ ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის გარეთ, რომელიც ჩვენს ქვეყანას ეხება. ყველაზე მთავარი რაც დღეს განხილვის თემა იყო, ეს არის ქვეყნის მთავარი დოკუმენტი – ბიუჯეტი. აქვე მინდა, საპარლამენტო უმრავლესობის სახელით მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს იმ გადაწყვეტილებისთვის, რომელიც დღეს გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა პენსიის ინდექსაციის გარეშე 45 ლარით გაზრდა, რაც 415 ლარს შეადგენს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა დევნილების და მათი კომპენსაციების კუთხით ის შესაძლებლობა, რომელიც აძლევს დევნილებს საშუალებას, რომ მიიღონ თითოეულ ოჯახის წევრზე 10 000 ლარის ოდენობით კომპენსაცია,“
ირაკლი კირცხალია
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კობახიძე: 70 წლამდე პენსია 45 ლარით გაიზრდება, დევნილებს ფულად კომპენსაციას შესთავაზებენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები